„ბიზნესის სკოლა ჩვენია – მენეჯმენტის პრობლემა თუ ზედმეტი ამბიცია“

რამნდემინე დღეა ილიაუნის გარშემო დიდი ამბავი ატყდა და ვცდილობ გავარკვიო რა ხდება, მაგრამ არა რომელიმე ადამიანის გამოსვლით, არამედ ფაქტებით თუნდაც მსოფლიოში ან საქართველოს სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში როგორ არის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მსოფლიოს უნივერსიტეტებში ხშირია ასეთი ტიპის კონფლიქტები, და ამ კონფლიქტების ტიპიური მიზეზია უმეტეს შემთხვევაში პიროვნული იდეებია, რომელიც მათივე აზრით აღმატებულია. ხოლო ამ უკანასკნელის მიზეზი კი თავად პროფესორების მაღალი ინტელექტუალური ამბიციები არის, ვიდრე საშუალო სტატისტიკური „მოკვდავი“ ადამიანების. ამ ყველაფერს კი ემატება სტუდენტების სუბიექტური ემოციები, რომელიც „ნაპოლიტიკარ“ პიროვნებას ადვილად შეუძლია გამოიყენოს. ილიაუნიში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ რატომღაც დღეს გაახსენდა ყველას ის დაგროვილი პრობლემები, რომელიც აქამდე იყო და ახლა რეორგანიზაციას მივაწერეთ ეს ყველაფერი: „ზედანიას ერთპიროვნული მართველობა“, „სტუდენტების ხმის ჩახშობა“ და „კრეატივის ჩაკვლა“. თუმცა ამ თემით აფორიაქებულ სტუდენტს თუ შეეკითხები ვერ განასხვავებს ფაკულტეტსა და პროგრამა/სპეციალობას. ხოლო ფაკულტეტის სტრუქტურის ცვლილების გამო ზოგს ეგონა, რომ პროგრამა შეუცვალეს რაც ძაან დიდი სისულელეა და ამის პროტესტი და აქციები მითუმეტეს (ასეთი ცვლილება უკვე მოხდა ილიაუნიში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე). რაც შეეხება სტუდენტების აზრის არ გათვალისწინებას, აქ საქმე მარტივია, გავზარდოთ სტუდენტური წარმომადგენლობა საბჭოში, რაც მარტივი განცხადებით არის შესაძლებელი, რაც პრობლემის გადაწყვეტამდეც კი მიგვიყვანს, თუმცა ილიაუნიში ამ პრობლემაზე უნდა მუშაობდეს „თვითმართველობა“ და „სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი“, რომელიც ხანდახან გამოენთება და რეალურად რას აკეთებენ ან ვინები არიან არც კი ვიცით. ასევე ყველაზე მთავარი რასაც „აპროტესტებენ“ არის რეორგანიზაცია და ბიუჯეტი. ბიუჯეტზე პირველი კითხვა რაც გამიჩდა ის იყო, რომ როგორ აქვს გამოქვეყნებული ბიუჯეტი ტექნიკურ უნვიერსიტეტს და ჯავახიშვილის, რომელებიც ასევე სახელმწიფო უნვიერსიტეტები არიან, ჰოი საოცრება და ორივე აღნიშნულ უნივერსიტეტს ზუსტად 1-2 გვერდიანი ბიუჯეტი უდევთ და ნეტა ამ უნივერსიტეტის სტუდენტები რატომ არ აპროტესტებენ? (ბიუჯეტის ბმულები იხილეთ სტატიის დასასრულს). რეორგანიზაციას და ახალ ფაკულტეტს რაც შეეხება მრატივი საქმეა, თურმე მსოფლიოში უამრავი უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს „school of business and technology“ ფაკულტეტი. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ამ სკოლის ერთ-ერთი ფაკულტეტის ინიციატორი 2015 წელს “Forbes“-ია, რომელთანაც მგონი ქადაგიძეს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს და პირიქით ფორბსის აზრსაც უნდა ითვალისწინებდეს. ბოლოს კი ქადაგიძის განცხადების არ იყოს: „მითხარით ფაქტები იქნება ვცდებიო“? პასუხი მარტივია ცდებით ბატონო გიორგი და ამ კამპანიაში რატომღაც „რუსთავი2“-მაც კი გადაცემაა გააკეთა რაც ძალიან კარგად ვიცით რასაც ნიშნავს. თუმცა ამით ნუ იფიქრებთ, რომ ქადაგიძის წინააღმდეგი ვარ, არამედ პირიქით, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც სხვანაირად შეიძლება გამოვიყენოთ, ასევე ბატონი გიორგი პაპავა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ადამიანი იყო ბიზნეს სკოლაში, რომელიც აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ილიაუნს. არც ბატონ ზედანიასთან მაქვს დიდი სიმპატიები და არც ადმინისტრაციასთან, მეტიც 12 წლის მანძილზე ერთი გნრატიც კი არ მოუპოვებიათ სტუდენტებისთვის და როცა მივედი მე პირადად პროექტით „განვითარების სამსახურში“, არც კი იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ და ბოლოს კი პასუხით გამომაბრუნეს ვერ გავაკეთებთ პროექტს ძალიან „საჩალიოჩოაო“, ყოველ შემთხვევაში ბევრი პრობლემაა ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის, სადაც ნებისმიერი სხვა მხარე ზედმეტია და ისევ ჩვენ უდნა მივუსხდეთ დისკუსიისა და მოლაპარაკების მაგიდას, სადაც რეალურ ნაბიჯებს გადავდგავთ პრობლემების აღმოსაფხვრელად და არა „მიტინგობანა“, რომელიც აკადემიურ სივრცეს არ შეეფერება, აი ამიტომ გვჭირდება ის დამატებითი პროფილები, რომ არ ვიყოთ დამსაქმებლის უსიტყვო საქმის შემსრულებლები და გაგვაჩნდეს ის პრინციპები თუ ღირებულებები, რომელიც თუნდაც ბიუჯეტის გადანაწილებით ან სხვა საქმით გამოიხატება, ეს ისწავლება აკადემიურ სივრცეში „უნივერსუმში“, რაც ჩვენ საზოგადოებას აკლია და აკადემიური სივრცის ეს ღირებულება არ უნდა დავკარგოთ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი:
https://www.tsu.ge/data/file_db/sajaro/2017bujet_new.pdf
https://www.tsu.ge/data/file_db/sajaro/2018_clis_biujeti.pdf
https://www.tsu.ge/data/file_db/sajaro/2019biujetitsu.pdf
საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის ბიუჯეტი:
http://gtu.ge/pdf/biujeti/damtkicebuli_biujeti_2017.pdf
http://gtu.ge/pdf/biujeti/damtkicebuli_biujeti_2018.pdf

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.