ბიზნეს სამყაროს ათწლეული

მილიარდერის პირველი გამარჯვება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, ილონ მასკის და კაილი ჯენერის ტრიუმფები, და სტივ ჯობსის გარდაცვალება – Forbes-მა  ათწლეულის საკვანძო მოვლენები შეაჯამა.


10 წლის განმავლობაში,Forbes-ში   მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა  სია  1011-დან 2100-მდე გაიზარდა. მათ ჯამური ქონება  8.7 ტრლნ. დოლარს შეადგენს.სიის ფიგურანტების შემადგენლობა იცვლება – მხოლოდ 2019 წელს რეიტინგი დატოვა 247 ადამიანმა, ხოლო შეემატა – 195.


Forbes-ის შეფასებით, 2010-2019 წლებში ბიზნესის სამყაროში მთავარი მოვლენები იყო:


სტივ ჯობსის გარდაცვალება


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიის შემქნელი  2011 წლის 6 ოქტომბერს,  კიბოსთან 7 წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.


სილვიო ბერლუსკონის გადადგომა


მედიამაგნატი, რომელიც 1994-2011 წლებში იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, დიდი ხმაურის ფონზე გადადგა. მანამდე, 6 წლით ადრე ის   Forbes-ის მილიარდერთა სიაში შევიდა.მისი პოლიტიკური კარიერა სავსე იყო სხვადასხვა ხასიათის სკანდალებით, ის იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ლიდერი.


ილონ მასკი მილიარდერი გახდა 


2012 წელს ილონ მასკის ქონებამ ტესლას აქციების გაყიდვის შედეგად  2 მლრდ. დოლარს მიაღწია. შედეგად, ის მილიარდერთა სიაში მოხვდა.


2014 წელს ჯეკ მა გახდა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი – ეს მოხვდა ჩინური ინტერნეტ-გიგანტის ალიბაბას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გამოსვლის შემდეგ.


ელიზაბეტ ჰოლმსის აღმოფრენა და დაცემა


ელიზაბეტ ჰოლმსმა მოახდინა რევოლუცია სისხლის ანალიზის დარგში, რის შედეგადაც მისი სტაპტაპი Theranos შეფასდა 9 მლრდ. დოლარად, თუმცა, 2106 წელს მისი ღირებულება შემცირდა 4 მლრდ.-მდე, ხოლო დღეს კომპანია უკვე გაკოტრებულია, თავად მეწარმე 2020 წელს წარსდგება სასამართლოს წინაშე თაღლითობის ბრალდებით.


დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება


უძრავი ქონების მაგნატი და ცნობილი სკანდალისტი დონალდ ტრამპის 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შედეგად გახდა აშშ-ს პირველი მილიარდერი-პრეზიდენტი.


კანადელი მილიარდერის და მისი მეუღლის მკვლელობა


2017 დეკემბერს კანადური ფარმაცევტული კომპანია Apotex-ს დამაარსებელი ბარი შერმანი და მისი მეუღლე თავიანთ სახლში  მოკლულები აღმოაჩინეს .იმის მიუხედავად, რომ მოკლულების ოჯახის წევრები იხდიან 10 მლნ. დოლარს ინფორმაციისთვის, რომელიც შეუწყობს ხელს მკვლელების დაკავებას, გამოძიებამ 2 წლის განმავლობაშ  ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია.


ჯერ ბეზოსი  მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი  გახდა

2018 წელს Amazon-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსის ქონება გაიზარდა 78 მლრდ-ით  და 160 მლრდ. დოლარი  შეადგინა. მან გაუსწრო კონკურენტს ბილ გეითსს  და  მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა.


კაილი ჯენერი – ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი


2019 წლის მარტში Forbes-მა  21 წლის კაილი ჯენერი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა. მისი კოსმეტიკური ბიზნესი – (Kylie Cosmetics და Kylie Skin)-ს ღირებულება  1,2 მლრდ. დოლარს შეადგენს.

forbes

თენგიზ აბლოთია

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.