ბიტკოინის ფასი მკვეთრად დაეცა

CoinDesk-ის ინფორმაციით, კრიპტოვალურის ფასი გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ 4 660 დოლარიდან 4 224 დოლარამდე დაეცა. ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის ფასის ვარდნის მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების განცხადება გახდა, რომელიც ქვეყანაში კრიპტოვალუტის ყველა ბირჟის დახურვას ეხებოდა.

მართალია ამ მომენტისთვის ამ განცხადებას ოფიციალური ფორმა არ აქვს, მაგრამ 4 სექტემბერს ჩინეთის ნაციონალურმა ბანკმა აუკრძალა ადგილობრივ კომპანიებს მიიზიდონ კრიპტოვალუტაში გამოხატული ფინანსები და მომხმარებლებლებისთვის თანხის უკან ეტაპობრივად დაბრუნების განკარგულება გამოსცა.

2 სექტემბრის მონაცემებით კი, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასმა 5 000 დოლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ფასი ბიტკოინს ჩინურ ბირჟაზე ჰქონდა და ერთეულის ფასმა იქ 5 149 დოლარი შეადგინა.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: