ბიტკოინის ფასი $6,000-მდე შემცირდა

6 თებერვალი კრიპტოვალუტების მკვეთრი ვარდნით დაიწყო, ახლა ერთი ბიტკოინის ფასი $6,050 დოლარია. გასული 48 საათის განმავლობაში ბიტკოინმა ღირებულების 25% დაკარგა.

გაუფასურების მთავარი მიზეზი ჩინეთის მთავრობის მიერ კაპიტალის კონტროლის გამკაცრებაა. ჩინეთი გეგმავს შეზღუდოს კრიპტოვალუტების ბირჟების საქმიანობა. მთავრობის ოფიციალური პოზიციით ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება, სინამდვილეში კი კომუნისტური რეჟიმის მთავარ მიზანს ფულის თავისუფლად მოძრაობის შეზღუდვა წარმოადგენს.

ამჟამად ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა ბიტკოინის ფასი ერთად) $101 მილიარდი დოლარია. 2017 წლის 18 დეკემბერს, ანუ მაშინ როდესაც ბიტკოინის ფასი მაქსიმალური იყო და $19,891-ს შეადგენდა, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $320 მილიარდი დოლარი იყო.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.