ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მცდელობა?

ბექა კუპრაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ალბათ დიდ დაკვირვებას არ საჭიროებს ის ფაქტები ან ქმედებები, ხელოვნურად ხელის შეწყობის, უნებლიედ თუ მიზანმიმართულად ამომრჩევლის ხელისუფლებისადმი გაღიზიანების მცდელობა, ეს შეეხება როგორც სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა მიმართულებებს.
„დამოუკიდებელი კანდიდატის“ მმართველი გუნდის მხარდაჭერილი გამონათქვამებს, ტერიტორიულ მთლიანობასთან, ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს მხრიდან დაბომბვისა, თუ მეზობლად მოხსენიების საკითხებს, კანაფის დათესვასთან დაკავშირებით პროპაგანდის წარმართვას თუ სხვა.
ასევე გააქტიურებულია ისეთი თემები, რომელიც მტკივნეულად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე მაგალითად ხორბლის ექსპორტის სახმელეთო გზით შემოტანა, ქ.თბილისის მერიის ინიციატივა, რომელიც ექსპერტების გათვლებით 15-ჯერ აძვირებს ავტომობილების პარკინგის საფასურს. ამას ემატებე „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ ატეხილი კორუფციული შანტაჟის მცდელობა, რომელშიც ყოფილი თუ ახლანდელი მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული.
თუნდაც ამ ფაქტებიდან და პროცესებიდან გამომდინარე ხომ არ იკვეთება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფრთხილი მაგრამ გზავნილი ხელისუფლების გადაბარების  და პოლიტიკიდან წასვლის მცდელობაში, იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობენ (შემთხვევით ან გაუგებრობაში მოხვედრილები არ იგულისხმება თუნდაც „ქართულ ოცნებაში“) და გარკვეული მცდელობა მათი მხრიდან ბატონი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ხელშეუხებლობის შესახებ.  ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციის მიცემაზე ხომ არ იყო პირველი გზავნილი?, ხომ არ ელოდება პასუხს ან რეაქციას ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან?

კოთხვები ბევრია: ისევ შესწევს ძალა საკუტარი გუნდის გაკონტროლების, „ქართულ ოცნებაში“ ჯგუფები რომლებიც საკმაოდ მოძლიერდნენ და პოლიტიკაში საკუთარი თამაშის წამოწყება განიძრახეს, ხომ არ მიიღო გზავნილი ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან, ან ხომ არ დაიღალა?, თუმცა ეს უკვე სხვა მსჯელობის თემაა.
ალბათ აქ კიდევ უფრო საინტერესო იმ ოპოზიციური სპექტრის ლიდერების რეაქციაა მიიღებენ თუ არა ამ გზავნილს ან რა რეაქცია ექნებათ.
ჯერ-ჯერობით რაიმეს პროგნოზირება ცოტა რთულია თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება საინტერესო ფაქტების წინაშე აღმოვშნდეთ.

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.