ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისების გამო, Credit Suisse -ს ექს-ბანკირს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse -ს ექსბანკირს სასამართლო დავა მოუგო.

Reuters -ის ცნობით,  გადაწყვეტილება ჟენევის სასამართლომ პარასკევს მიიღო და შვეიცარიული ბანკის ყოფილ ბანკირს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მას ბარალად  კლიენტების ნდობის ბოროტად გამოყენება და თაღლითური სქემის შემუშავება ედება, რამაც მას ათობით მილიონი ფრანკის სარგებელი მოუტანა.

მოსამართლე ალექსანდრა ბანას განცხადებით, ყოფილმა ბანკირმა ზარალი მაიაყენა რამდენიმე  კლიენტს,  მათ შორის არის საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ზარალი 143 მლნ შვეიცარული ფრანკია (152 მილიონი დოლარი). ბრალდებულმა კი, 30 მილიონი ფრანკის მოგება მიიღო.

მოსამართლის განცხადებითვე, ბანკირმა მოატყუა როგორც ყოფილი კლიენტები ასევე თავად ბანკი, გააყალბა ხელმოწერები , იმისათვის, რომ გადარიცხვები განეხორციელებინა.

ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, თაღლითობის  შედეგად საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მილიონობით დოლარი იზარალა.

Credit Suisse-ში აცხადებენ, რომ მათ ყოფილმა თანამშრომელმა დაარღვია კანონი და ცდილობდა ეს ყველაფერი  ბანკისგან დაემალა.

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.