ბიძინა ივანიშვილი ახალი პარტიის შესაქმნელად ემზადება – ვინ აღმოჩნდება ბორტს მიღმა?

ბიძინა ივანიშვილმა  და „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთი  სპექტაკლი დადგეს საარჩევნოდ ზუგდიდში, ხალხი აჩხუბეს, ერთმანეთს გადაკიდეს მეგობრები და ნათესავები, რამდენიმე კაცი პოლიციამაც კი დაიჭირა და ესეც ამ სპექტაკლის ერთ–ერთი სცენა იყო, რომელსაც სცენარიც ითვალისწინებდა. ამ ყოვლად  ამაზრზენმა სპექტაკლმა, რომელსაც „არჩევნები ანუ  ომი  ზუგდიდში“ ერქვა, კვლავ დააჯერა ხალხი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულნი, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბანდიტების  ქვეყნის სათავეში  დაბრუნების საფრთხე კვლავ არსებობს და თუ დაბრუნდნენ, ნახევარ საქართველოს დაიჭერენ და მეორე ნახევარს დახვრეტენ.  მოკლედ, მიშას და „ნაცების“ ბუად წარმოჩენის ტაქტიკამ კვლავ იმუშავა. მე დიდი ხანია არ მჯერა ამ ორი პოლიტიკური ძალის  რეალური დაპირისპირებისა.  ბავშვობის ასაკიდან გამოვედი და რაღა დროს ჩემი ზღაპრებია? თან არც გონებრივ ჩამორჩენილობას ვუჩივი. ესენი, ორივენი  ქართველი  ხალხის მტრები არიან. ჯერ „ნაცებმა“ ძარცვეს ხალხი და ბიუჯეტი და ახლა „ქართული ოცნება“ ძარცვავს, ჯერ მიხეილ სააკაშვილმა იშოვა მილიარდები და ახლა ბიძინა ივანიშვილი შოულობს – რაც აქამდე დახარჯა ქველმოქმედებაში, იმ ფულს უკან იღებს. მოკლედ, ჯერ ერთმა მოუ..ნა დედა ამ ქვეყანას და ახლა მეორე უტ..ავს!!!  ხალხი კი ორივეს ფეხებზე ჰკიდია. არადა, ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია, ასეთი გაჭირვებული საქართველო,  ცოცხლად დარჩენილთაგან,  არავის ახსოვს.

ბიძინა ივანიშვილი მშვიდად და აუღელვებლად ალაგებს პაიკებს თავის საჭადრაკო დაფაზე და ახალი პოლიტიკური პარტიისთვის ემზადება. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა  წყარომ „ალიას“  განუცხადა, რომ ნელ–ნელა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის გავლენა ძლიერდება „ივანიშვილის კარზე“. ვერ ვიტყვი, რომ   ირაკლი ღარიბაშვილმა  ძველი გავლენა დაიბრუნა, მაგრამ ტყუილად და მხოლოდ  პიარისთვის, „ქართული ოცნების“ რეიტინგის ასაწევად  რომ არ დაუბრუნებია პოლიტიკაში ივანიშვილს, ეს უკვე დადასტურდა. დღე არ გავა, ღარიბაშვილი მასთან არ მივიდეს კონკრეტულ საკითხებთან  საკონსულტაციოდ თუ რჩევის მისაცემად. მეტიც, კონკრეტულ მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს, მერებს  უკვე ღარიბაშვილის პირით ელაპარაკება ივანიშვილი, ღარიბაშვილი გადასცემს მათ შეფის დანაბარებს და ზოგიერთ შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივითაც ერევა მათ საქმიანობაში.  რამდენჯერმე პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესაც კი ღარიბაშვილის პირით გადასცა კონკრეტული დავალებები ივანიშვილმა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, პრემიერთან მიმართებაში, ამას სისტემატიური ხასიათი აქვს. თუმცა, ეს ფაქტი ერთ რაიმეზე მიუთითებს. მამუკა ბახტაძის პოლიტიკური წონა და გავლენა  განუხრელად კლებულობს  და მას დიდი დრო აღარ დარჩა  პრემიერ–მინისტრის პოსტზე.  3 მინისტრი და სუს–ის უფროსი, ვახტანგ გომელაური არიან ის თანამდებობის პირები, რომელთაც ივანიშვილი უშუალოდ ეკონტაქტება. ეს მინისტრები არიან გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და დავით სერგეენკო. ამ ეტაპზე, გიორგი გახარიას საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს ივანიშვილთან, თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ საბოლოოდ, მას ირაკლი ღარიბაშვილს ამჯობინებს და გახარიას პოსტიდან გაუშვებს. თუმცა, ამის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ დაჯახებას არ აპირებს ივანიშვილი და  უთქვამს, გახარია და ღარიბაშვილი ერთმანეთს ხალს არ შეუშლიან, სათანადო,  შესაფერისი  ადგილი ორივესთვის მოიძებნება,   ორივენი ძალიან კარგი შემსრულებლები არიანო“, –განუცხადა „ალიას“  წყარომ.

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კახი კალაძე  ივანიშვილის ნდობას და შესაბამისად, მის კარზე გავლენას კარგავს , მას მალე ჩააჩოჩებენ პარტიიდან და  მარიონეტ ვიცე–მერადაც გადაიქცევა.  აი, რას  აცხადებს ამის შესახებ  წყარო.

„ივანიშვილის გარემოცვაში უკვე აქტიურად ლაპარაკობენ, რომ კალაძეს ივანიშვილთან ნათესაობა  ვეღარ უშველის და მას შეფი უკანა რიგებში გადასვამს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ვახტანგ გომელაურმა და ლილუაშვილმა, სერიოზული კომპრომატები  დაუდეს ივანიშვილს კახი კალაძეზე.  სავარაუდოდ,  მერიიდან აორთქლებულია მილიონობით ლარი და მათი დიდი ნაწილი ტენდერების შედეგად არის „მოტეხილი“, ასევე, დიდი თანხებია არამიზნობრივად გახარჯული, ფული ერთ საქმეს უნდა მოხმარებოდა და სხვა საქმეში გაიხარჯა.  აღმოჩენილია მერიას დაქვემდებარებული რამდენიმე სიპ–ი, სადაც თანამშრომლები საერთოდ არ დადიან და  ყოველთვიურად სოლიდურ ხელფასებს იღებენ, 2500–3000 ლარსსაც კი და დამატებით, პრემიებიც ერიცხებათ. ამბობენ, რომ ესენი კახი კალაძის სამეგობრო  წრე, მათი ნათესავები არიან, მათ შორის, ყოფილი ფეხბურთელების ოჯახის წევრები. გამოჟონილი ინფორმაციით, ეს  ყველაფერი სწორედ ლილუაშვილმა მოიძია, რომელიც ადრე თბილისის მერის მოადგილე იყო. ასევე, ამბობენ, რომ კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში, ფიქსირდება დიდი ოდენობით ელექტროენერგიის გაყიდვა თურქეთში სახელმწიფოს გვერდის ავლით, ყოველგვარი კონტრაქტების  გარეშე. არ არსებობს არც კონტრაქტები, არც თურქეთის მხრიდან  თანხების გადახდის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, მაგრამ ელ.ენერგია თურქეთს რომ ნამდვილად მიეწოდებოდა, ეს დასტურდება.  გამოდის, რომ ვიღაც თუ ვიღაცეები, თურქეთს ან ჩუქნიდნენ ელ.ენერგიას, რაც დაუჯერებელია  ან ჰყიდნენ მასზე,  ეს არსად ფიქსირდებოდა და  თურქეთის მხარე ქართულ მხარეს ნაღდი ფულით უხდიდა საფასურს და ცხადია, იმაზე ნაკლებს, ვიდრე ოფიციალურად,  ელ.ენერგიის ექსპორტის შემთხვევაში გადაიხდიდა თურქეთი.  ამგვარი რამ შევარდნაძის დროს ხდებოდა, „საქენერგოს“ ხელმძღვანელები სწორედ ამ მეთოდით ყიდნენ  თურქეთში ელ.ენერგიას და ძალიან დიდ ფულს შოულობენ, ეს იმ დროს, როდესაც ნახევარი საქართველო ჩაბნელებული იყო და მიზეზად  ქვეყანაში ენერგოდეფიციტი  სახელდებოდა. ამ საქმის გამოძიებაში სუს–ს ეხმარებოდნენ  ის ენერგეტიკოსები,  რომლებიც თავის დროზე კახი კალაძემ გაუშვა სამსახურიდან, ენერგეტიკის სამინისტროდან და მისდამი დაქვემდებარებული უწყებებიდან. ცხადია, ბიძინა ივანიშვილს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ამ საქმეში კალაძეა გარეული და მან დიდი ფული მოხსნა თურქეთში ელ.ენერგიის გაყიდვით. ამ, მისთვის უსიამოვნო  ამბავს, კახა კალაძე  პირველად „ალიაში“ წაიკითხავს. ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ აპირებს კალაძესთან საუბარს და ამის შემდეგ, ბევრი რამ გაცხადდება. ვფიქრობ, კალაძეს ჩააჩოჩებენ, მას მოხსნის ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გენმდივნის პოსტიდან და მერიაშიც დაუკარგავს გავლენას. კი, კალაძე არჩეული მერია და ბევრს გაუჩნდება კითხვა, როგორ დაუკარგავს გავლენას არჩეულ მერს თუნდაც ივანიშვილი? დავით ნარმანიაც არჩეული მერი იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ  მას, არჩევიდან ერთი წლის შემდეგ,  ბევრს აღარაფერს ეკითხებოდნენ და ჯერ ვიცე–მერი ლაშა აბაშიძე იყო დე ფაქტო მერი, შემდეგ კი გიორგი ლილუაშვილი „ჩაუსვა“ ნარმანიასაც და აბაშიძესაც მაკონტროლებლად ივანიშვილმა, როდესაც ლილუაშვილი მერის მოადგილედ დაანიშნინა საკრებულოს“.

რაც შეეხება ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს, წყარო აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე 10 მილიონი ლარი დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“, აქედან  თანხის ნაწილი  იყო კერძო და იურიდიული პირების შემოწირულობები, დანარჩენი ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა, სავარაუდოდ, 7 მილიონზე მეტი. თუმცა, არჩევნებს 10 მილიონი არ მოხმარებია და დაახლოებით 2  მილიონი აორთქლდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბიძინა ივანიშვილს თანხას „უტეხავენ“ თანაგუნდელები და ამგვარი ფაქტები, ხშირად რეგიონებში ხდება. „ზუგდიდის მერის არჩენებში დახარჯული  თანხიდან,  2  მილიონ ლარამდე არ ჩანს, ეს ბიძინა ივანიშვილმა  არჩევნების მეორე დღესვე გაიგო. ფული გახარჯულია, მაგრამ ადრესატებამდე არ მისულა. ეჭვმიტანილები  „ქართული ოცნების“ ცენტრალური და სამეგრელოს რეგიონის  ოფისის, სამეგრელოს რეგიონისა და ზუგდიდის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ასევე, რამდენიმე მათზე მაღალი თანამდებობის პირი ცენტრალური ხელისუფლებიდან. ივანიშვილს უკვე რამდენჯერმე მოპარეს ფული არჩევნებზე და ყველა შემთხვევაში, სუს–მა მოიძია ეს თანხა და მოპარული ფული, ყველას უკლებლივ მოატანინა უკან. ეს ისე ხდებოდა, რომ არ ხმაურდებოდა, ეს ადამიანები, ფულს „ქართულ ოცნებას“ სწირავდნენ და არც მოპარვა ფიქსირდებოდა,  არც მოპარულის დაბრუნებად და ცხადია, არც  საქმეს იძიებდა ვინმე. თუმცა, ამჯერად არ მგონია, ასე მოხდეს. ამ მოპარული   მილიონის  საქმეზე გამოძიება შსს–ში უკვე აღიძრა  ს.ს. საქმე და უშუალოდ, გიორგი გახარია აკონტროლებს. ამ  ფულის მომპარავების უბედურება ის არის, რომ  ეს თანხები სრულიად გამჭვირვალე იყო, არსებობს  კონკრეტულ კერძო და იურიდიულ პირებზე მათი გადარიცხვების დიკუმენტები, მაგრამ ფული საქმეს არ მოხმარებია.  ბიძინა ივანიშვილი ხელის დაფარებას აღარავისთვის არ აპირებს. ძალიან გაბრაზებულია და ვინც ის თანხები მიითვისა, იმ ხალხის სამაგალითოდ დასჯას აპირებს, ფულს უკან მოატანინებს, ციხეშიც გაისტუმრებს და ქვეყანაც გაიგებს მათ ამბავს. წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რამდენიმე კაცს დაიჭერენ ზუგდიდში და „ქართული ოცნების“ რეგიონულ სამსახურში სერიოზული წმენდა იქნება“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.

იგივე წყარო ირწმუნება, რომ  აჩიკო  თალაკვაძის კარიერა „ქართულ ოცნებაში“ დასრულდა მას შემდეგ,  რაც სანდრა რულოვსმა ღიად რამდენჯერმე განაცხადა, რომ თალაკვაძე   2013 წლამდე  მის ასისტენტად, ფაქტობრივად, ხელის ბიჭად მუშაობდა, მისი ისედაც ცოდვილი  „ნაციონალური“  წარსული კიდევ უფრო გაიშიფრა. წყაროს თქმით, თალაკვაძე აღარ გამოდგება „ნაცებთან“ საპაექროდ, ტელევიზიებში  სადებატოდ,  რაც მისი ერთ–ერთი ფუნქცია იყო. მიხეილ სააკაშვილის ცოლის ყოფილმა თანაშემწემ, კომიკური  იქნება, „ნაცებს“ სისხლიან 9 წელზე დებატები გაუმართოს. ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევია  ბიძინა ივანიშვილისთვის –  აჩიკო თალაკვაძე თვალს მოაფაროს, სახალხოდ აღარ გამოაჩინოს და შემდეგ, გაუშვას „ქართული ოცნებიდან“,  მანამდე კი  საპარლამენტო უმრავლესობის პოსტიდან გადააყენოს. რაზედაც ივანიშვილი დასთანხმებია.  მიუხედავას იმისა, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა თალაკვაძის  „ნაცური“ წარსული,  მისთვის გადამწყვეტი ის აღმოჩნდა, რომ ეს დეტალები ფართო მასებმა სანდრას პირით გაიგო.

„ალია“ #19, თემურ გოგოლაძე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.