ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” შიდა კვლევებმა გააღიზიანა – იგი პარტიის წევრებს დაემუქრა

“ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტიის რეიტინგი მთელი ქვენყნის მასშტაბით დაახლოებით, 27-დან 30 %-მდე მერყეობს. დაბალი რეიტინგის გამო გაბრაზებული ივანიშვილი დაემუქრა თანაგუნდელებს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებს ყვება. “ოცნების” ლიდერი ასე განრისხებული დიდი ხნის ნაცნობებსაც არ უნხავთ.

“ეს საკმაოდ ცუდ სურათს აჩვენებს “ქართულ ოცნებას” , დაახლოებით ეს  27, 28, 30, 32% არის ის, მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება არჩევნებზე მიიღონ” – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მმართველი გუნდიდან დემარშით წასული პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი ბევრის თანამდებობას და გავლენას შეიწირავს.

“მე მგონია, რომ ეს ყვითელი ბარათები, რომლებიც დაგროვდა ვიღაცეების მიმართ გადაიქცევა წითელ ბარათებად და ვიღაცეები ამ პროცესს შეეწირებიან” – ამბობს ეკა ბესელია.

“ნიუპოსტი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.