„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მხარს უჭერდა ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას” – ალექსანდრე ბარამიძე

„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მხარს უჭერდა ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას” – ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძემ გააკეთა. ბარამიძე ივანიშვილის მიერ გუშინ უვადო მოსამართლეების საკითხსა და მმართველ გუნდში არსებუ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ალექსანდრე ბარამიძის აზრით, მოსამართლეთა 10-კაციანი სია, რომელსაც პარტიაში დაპირისპირება მოჰყვა, ივანიშვილთან შეთანხმებული იყო.

„ვვარაუდობ, რომ სია, რომელიც ასე უაპელაციოდ გადაუგდეს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ასევე იყო შეთანხმებული ივანიშვილთან. მისი გაღიზიანება გამოიწვია იმ ამბავმა, რომ მისი გუნდის გარკვეულმა წევრებმა, მათ შორის ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ და სხვებმა ღია ოპონირება და ოპოზიცია გამოხატეს ამ სიის მიმართ,“- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასა და გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე წერილობითი განცხადება გუშინ  გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.