“ბიძინა ივანიშვილი შეეცდება არჩევნებზე ბითუმად იყიდოს ყველაფერი”

“ბიძინა ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. 

ივანიშვილმა ახლა აირჩია სხვა გზა. მას არა აქვს ილუზია, რომ ელექტორატს მოიზიდავს. ამიტომ, დაიწყო ხელისუფლების, რესურსების მონოპოლიზაცია. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მართლმსაჯულება და ფინანსური რესურსების მონოპოლიზაცია.

ის უკვე არჩევნებთან ახლოს გადახედავს რა ლანდშაფტი იქნება და ბითუმად იყიდის ყველაფერს, რასაც ჩათვლის რომ მისთვის საჭირო იქნება. არ დაჭირდება და წიხლს ჩააზილავს. ასეთია ახლა მისი ხედვა. ღარიბაშვილის დაბრუნებაც უკავშირდება მის პოლიტიკურ დეპრესიას. 

ტრაგი-კომიკურია ყველაფერი, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ივანიშვილი ახლა დგას ყველაზე დიდი დილემის წინაშე, რაც მან ააშენა, ის არის აბსოლუტურად გაუგებარი კონსტრუქცია, რომელიც ვერ განვითარდა და დეგრადირდა. ეს ბაბილონის გოდოლი, არის ნგრევის პროცესში და ამას არაფერი არ უშველის. ეს უკვე დასრულებულია. მაგრამ, საზოგადოების საფიქრალი არის ახლა ის, რომ როგორ გამოვიდეთ ამ პროცესიდან ისე, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფო. ეს გარდამავალი ეტაპი მაქსიმალურად რბილად და მშვიდობიანად უნდა გავიაროთ”-განაცხადა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში”.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.