“ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა საზოგადოებაში…Freedom House გადაწყვიტა, რომ დაარქვას არაფორმალური მმართველობა”

Freedom House-ის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საუბარია არაფორმალურ მმართველობაზე და აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ “ვენდეტას მიმართავს”, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. გია ვოლსკი აცხადებს, რომ გავლენები ბიძინა ივანიშვილს აქვს, თუმცა ამაში გასაკრიტიკებელს ვერაფერს ხედავს.

„მე არ უარვყოფ რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა საზოგადოებაში. მე არ უარვყოფ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია გარკვეული რესურსი, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ეს რესურსი იხარჯება ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუ კი რამე საკითხი არსებობს რომ პარტიის დამფუძნებელთან იქნეს შეთანხმებული, ვფიქრობ არც პრემიერ-მინისტრმა, არც პარლამენტის თავმჯდომარემ ამისგან თავი არ უნდა შეიკავოს. მთავარია ამას რა სახელს დავარქმევთ, Freedom House- მა გადაწყვიტა, რომ დაარქვას არაფორმალური მმართველობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო: pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.