ბიჭი რომელმაც მშობლები განსაცდელში არ მიატოვა და მხრით 7 დღე და ღამე ატარა (ფოტო)

ავტორი: გურიის მოამბე

მილიონამდე ბირმელმა მუსლიმმა თავი  მეზობელ ბანგლადეშს შეაფარა

გაერომ ბირმაში მიმდინარე სისხლიანი მოვლენები ეთნიკურ წმენდად შეაფასა. ასეულ ათასობით ადამიანი ბირმადან გაექცნენ ძალადობას.

რომის პაპმა ფრანცისკემ ბანგლადეშში ვიზიტისას ბირმიდან დევნილ მუსლიმ ლტოლვილებს პატიება სთხოვა და ისინი მოიხსენია “როჰინჯებად“, რასაც თავი აარიდა რამდენიმე დღით ადრე ბირმაში ყოფნისას. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

დაკაში ფრანცისკემ 16 როჰინჯა ლტოლვილი და დალოცა. ლტოლვილები საგანგებოდ ჩავიდნენ ბანგლადეშის დედაქალაქში სასაზღვრო რეგიონიდან, სადაც თავს აფარებენ ლტოლვილთა ბანაკს კიდევ 620 ათასზე მეტ ადამიანთან ერთად. ისინი ბირმიდან გაექცნენ ძალადობას, რომელიც გაეროს “ეთნიკურ წმენდად” მიაჩნია. ბირმა არ ცნობს როჰინჯებს ეთნიკურ ჯგუფად და მათ “ბენგალებს“ უწოდებს. 

სურათზე ბიჭი რომელიც ბირმიდან ბანგლადეშში გაიქცა. მან არ დატოვა თავის დედ მამა და ისინი მხრებით 7 დღე და ღამე ატარა.

ამ გმირული საქციელის გამო ეს ადამიანი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.