ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს

ბოლნისში, გამგეობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის ერთ-ერთ მოტივად მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებული დაპირისპირება სახელდება.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ორი მუხლით, კერძოდ, 118-ე, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.