ბოლო ერთ კვირაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.8 პროცენტით გაუფასურდა

ბოლო ერთ კვირაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.8 პროცენტით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც.

ლარის კურსის ვარდნის გამო მოსახლეობა გაძვირებულ პროდუქტებზე ჩივის. მათი განცხადებით, კურსის ცვალებადობამ ფასები საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე გაზარდა.

ეკონომისტების ნაწილი ლარის ვარდნას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს და მიზეზებს შორის გახშირებულ ხანძრებსა და მოახლოებულ არჩევნებს ასახელებს.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ლარი უარყოფითი მოლოდინების გამო გაუფასურდა. მათი განმარტებით, ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ერთად უნდა იმოქმედონ მოლოდინების დაბალანსებისთვის, რაც ლარის მყარი კურსის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს.

ეკონომისტების კიდევ ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკაა.

ლარის არასტაბილური კურსის გამო, ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებენ ოპოზიციაშიც. ოპოზიციაში ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი დღეისთვის 2, 44 ლარია, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი ერთი დოლარი 2,45 ლარი ღირს.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: