ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

ამის შესახებ აღნიშნულია მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის მიგრაციის პროფილში.

2015-2018 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების რაოდენობა, მფლობელთა მოქალაქეობის მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. რუსეთი – 15 133;
  2. ირანი – 5 598;
  3. უკრაინა – 2 599;
  4. სომხეთი – 1 447;
  5. თურქეთი – 1 226;
  6. აზერბაიჯანი – 1 192;
  7. აშშ – 1 182;
  8. სხვა – 7 855.

დოკუმენტის თანახმად, 2015-2018 წლებში მზარდია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები, რომელთა ძირითადი ნაწილი ბინების რეგისტრაციაა. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ბინის რეგისტრაციის შემთხვევები. ასევე, გაიზარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ, თუმცა რაოდენობრივად ბევრად ჩამოუვარდება ბინების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები კი მკვეთრად შემცირდა, რაც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით მოპოვებაზე 2017 წლის ივნისში გამოცხადებულ მორატორიუმს უკავშირდება.

http://accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.