ბორჯომში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა.

​უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

„სოფლებში – მზეთამზე, ახალდაბა, ყვიბისი, გუჯარეთი, ჭობისხევი – ასევე, დაბა წაღვერსა და დაბა არდაგანში, მოქალაქეებს, საცხოვრებელ სახლის ეზოებში, მოწყობილი ჰქონდათ უკანონო სახერხი საამქროები.

ამოღებულია 12 არარეგისტრირებული, ე.წ. „ლენტური ტიპის” სახერხი დანადგარი, 35 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე (მრგვალი მორი) და 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.

მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება. ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა​გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის …

Posted by გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი on Tuesday, November 28, 2017

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.