ბრაზილიაში დროულად მისვლა მასპინძლის უპატივცემულობად მიიჩნევა

თუ რიო-დე-ჟანეიროში საღამოს წვეულებაზე მიგიწვევენ, არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ დაპატიჟებულ დროს. სასურველია თუ სულ ცოტა ერთი საათით დაიგვიანებთ, რამდენიმე საათის დაგვიანებით მისვლა საუკეთესო იქნება. ბრაზილიური პუნქტუალურობის შესახებ BBC Travel-ი წერს.

“მთელს ბრაზილიაში, წვეულებაზე დროულად მისვლა მასპინძლის უპატივცემულობად ითვლება” – ამბობს ბრაზილიელი პროფესორი ჟაკლინ ბონ დონადა, “ეს ისეთივე უპატივცემულობაა, როგორც დაუპატიჟებლად მისვლა”, – დასძენს ის.

BBC Travel-ის ცნობით, ასეთი მიდგომა ქალაქის თავისებურებიდან გამომდინარეობს. აქ განსაკუთრებით ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორს, როგორიც არის “აუჩქარებელი ცხოვრება”, მითუმეტეს, რომ ბრაზილიელთა ერთ-ერთი სლოგანია “ცხოვრება პლაჟია”. ამაზე ასევე მოქმედებს მუნიციპალური ტრანსპორტის მუდმივი დაგვიანებაც, ან უბრალოდ ქალაქში ძველი ნაცნობის შეხვედრა, რომელიც დიდი ხანია არ უნახავთ.

საბოლოოდ, რიო-დე-ჟანეიროში მცხოვრებლები ერთმანეთისგან პუნქტუალურობას არ ელოდებიან და ამას ცხოვრებაში დიდ მნიშვნელობასაც არ ანიჭებენ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.