ბრაზილიაში „ქრისტეს“ გადასარჩენად მაყურებელი სცენაზე ავარდა (ვიდეო)

 ბრაზილიის ქალაქ ნოვა-არტსში ბიბლიურ სიუჟეტზე დადგმული დრამა მაყურებელმა ჩაშალა, რომელმაც “იესო ქრისტეს” გადარჩენა გადაწყვიტა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

“ჯვარცმის” დროს სცენაზე უცნობი კაცი აიჭრა. მან ჯარისკაცს, რომელსაც “ქრისტე” უნდა ეწამებინა, თავში მოტოციკლისტის ჩაფხუტი ჩაარტყა.

კაცი ყვიროდა, რომ იესოს სიკვდილის უფლებას არ მისცემდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მას სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

2017 წელს სააღდგომო სპექტაკლის ჩვენება მექსიკის ქალაქ ტანკიტაროში უბედური შემთხვევით დასრულდა. იუდას როლის შემსრულებელმა, სპექტაკლის მიმდინარეობისას, მაყურებლის წინაშე თავი შემთხვევით ჩამოიხრჩო.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.