ბრაიზა ”გავრილოვის ღამეზე”: ეს უკიდურესად უგუნური გადაწყვეტილება იყო

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი, მეთიუ ბრაიზა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში ჩაჯდომას და 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს “უგუნურ გადაწყვეტილებად” აფასებს და აღნიშნავს, რომ ხალხის განწყობა უგულებელყოფილი იყო.

ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, რუსეთის დეპუტატის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა, როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას.

-თითქმის ორი კვირის წინ ჩვენ ვიხილეთ რუსეთის დეპუტატი ჩვენი პარლამენტის სპიკერის სავარძელში. ჩემი პირველი შეკითხვა მოკლე იქნება: როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს?

იმედი მაქვს, ეს შეცდომა იყო. ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლებოდა რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს დაეშვა ასეთი ქმედება და არ ჰქონოდა მოლოდინი საპასუხოდ უკმაყოფილების ამოხეთქვის, რაც მოხდა კიდეც. პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა უბრალოდ გაუგებარია ჩემთვის იმის ფონზე, რაც 2008 წელს ერთად გამოვიარეთ და დღემდე გრძელდება – რუსეთს ოკუპირებული აქვს და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას.

ასე რომ, არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. არ ვარ ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული საქართველოს პოლიტიკაში ისე, როგორც ადრე ვიყავი. თუმცა, ის, რაც მოხდა, საუკეთესო შემთხვევაში, უკიდურესად უგუნური გადაწყვეტილებაა, რომლითაც უგულებელყოფილი იყო საზოგადოების განწყობები. გასაკვირი არ არის, როგორი რეაქციაც ჰქონდა ხალხს ამაზე. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.