ბრიტანეთში კორუფციასთან ბრძოლის მიზნით ახალი კანონი მიიღეს (ვიდეო)

ბრიტანეთმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს და მათ, ვინც სავარაუდოდ, კორუფციით მიღებული ფულით უძრავ ქონებას ყიდულობს, საკუთარი შემოსავლის წყაროების განმარტებას ავალდებულებს. ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს.

„განუმარტავი ქონების ბრძანებას“ დადებითად აფასებენ აქტივისტები, რომლებიც ამ კანონის მისაღებად გამართულ კამპანიაზე მუშაობდნენ. მათი განცხადებით ბრიტანეთის დედაქალაქი გლობალური ფულის გათეთრების ცენტრია.

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭირვალობა“ ბრიტანელ სამართალდამცავებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია იმ ხუთი უძრავი ქონების შესახებ, რომელიც შესაძლოა ფულის გათეთრების შემთხვევას უკავშირდებოდეს.

ამ მასალებზე დაყრდნობით, პოლიციას გამოძიების დაწყება დაუყოვნებლივ შეუძლია. ხუთიდან ორი სახლი, რომელიც მდინარე თემზას გადაჰყურებს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერმინისტრის პირველ მოადგილეს იგორ შუვალოვს ეკუთნის. მის მიერ დეკლარაციაში განცხადებული ყოველწლიური შემოსავალი 157,000 დოლარია.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: