ბრუნო ბალვანერა: ”კორუფციის თვალსაზრისით განსაკუთრებით დაუცველი მცირე და საშუალო საწარმოებია” – საით მივდივართ?

“რაც შეეხება იმ ძირითად გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესთან,კორუფციის თვალსაზრისით განსაკუთრებით დაუცველია მცირე და საშუალო საწარმოები, ამიტომ ამ მიმართულებით მათი განათლება და შესაბამისად მომზადება მნიშვნელოვანია” – ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერამ განაცხადა.

აღნიშნული საკითხის გარდა, ბალვანერა ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლის შესახებაც საუბრობს და როგორც ის აღნიშნავს, კეთილდღეობის აღქმას გარკვეული დრო სჭირდება.

“რაც შეეხება პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის ზრდას და რამდენად სწრაფად აისახება ის მოსახლეობის კეთილდღეობის აღქმაზე, ეს რა თქმა უნდა სწრაფად არ ხდება.

ინვესტიციების მოცულობის ზრდა არის და ინვესტორები საქართველოთი დაინტერესებულები არიან, თუმცა ეს დიდი საინვესტიციო პროექტებია( რკინიგზა, ჰიდროელექტრო სადგურები და გაზსადენი) და მას გარკვეული დრო სჭირდება.

რასაკვირველია გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი ხელშესახები იქნება” -აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.

კომერსანტი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.