ბრძოლა მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ – ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებებით რუსეთის ოკუპაციას ყოველდღიურად აპროტესტებენ

ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით, რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ – სამოქალაქო აქტივისტები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ებრძვიან რუსეთის ოკუპაციას ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ.

ოჯახი, რომელიც დედაქალაქიდან მარტვილში გადავიდა საცხოვრებლად, მარანი გააკეთა, ერთი წლის შემდეგ კი ტურიზმშიც აქტიურად ჩაერთვნენ. გასულ წელს 28 ქვეყნიდან ხუთასზე მეტ ტურისტს უმასპინძლეს. შარშანდელი რეკორდი წელს ჯერ კიდევ ივლისში მოიხსნა.

საოჯახო მარან ოდაში შექმნილი ქართული ქვევრის ღვინის უნიკალური გემო ტურისტებს არაერთი, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნიდანაც იზიდავს. მომსახურების ენა ყველა შემთხვევაში ქართული და ინგლისურია.

მეღვინე ქეთო ნინიძე რუსულად არ საუბრობს, არც იმას მორიდებია საკუთარი საოჯახო მარინის facebook გვერდზე ისეთი ფოტო დაეყენებინა, რომელიც რუსეთიდან ჩამოსულ კლიენტებს დააკარგვინებდა.

რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტების კიდევ ერთი შემთხვევა ბათუმში დედაენის კოშკთან მოხდა. რუსეთ-ხორვატიის თამაშის დროს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ეკა ჭითანავა რუსი ქალის მიერ  რუსეთის დროშის ფრიალმა გააღიზიანა. მან საქართველოში ჩამოსულ ახალგაზრდა გოგონას მოუწოდა არ ეფრიალებინა დროშა იმ ქვეყანაში, რომლის ნაწილიც რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა. თუმცა ყველაფერი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანით დასრულდა.

ამავე თამაშის სპორტულმა კომენტატორმა რაკიტიჩის მიერ დარტყმული მომგებიანი პენალტის შემდეგ, ლევან ღუდუშაურმა ორ სიტყვაში ჩაატია ყველა იმ ქართველის სათქმელი, რომლებსაც რუსეთი ოკუპანტად მიაჩნია.

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ლაფერაშვილი ყველგან, სადაც ხელი და თვალი მიუწვდება ებრძვის პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში აქტიურად იყენებს.

სამოქალაქო პატრულირების იდეით შეპყრობილი ადამიანები უკვე ერთი წელია დგანან იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს და ფიქრობენ, რომ ძალა მხოლოდ ერთობაშია.

ასევე, ნინო დალაქიშვილი იმ ორგანიზაციის წევრია, რომელიც გორში მთავარი ქუჩისთვის სტალინის სახელის გადარქმევასა და მარო მაყაშვილის სახელის დარქმევას ითხოვს.

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი

ავტორი: გიორგი გვიშიანი
rustavi2.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.