ბულგარეთის ვიცეპრემიერი: პატრიარქი კირილე КГБ-ს აგენტია

ბულგარეთის ვიცეპრემიერმა ვალერი სიმენოვმა ტელეარხ БНТ-ის ეთერში მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილეს “КГБ-ს აგენტი” და “რუსეთის სიგარეტის მიტროპოლიტი” უწოდა – ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

სიმენოვის განცხადებით, პატრიარქი ბულგარეთში სიგარეტის უკანონო იმპორტში იყო ჩართული.

“იგი არ არის მართლმადიდებელი მოძღვარი, ის აგენტი მიხაილოვია, საბჭოთა КГБ-ს მეორეხარისხოვანი აგენტი,”- განაცხადა ვიცეპრემიერ-მინისტრმა.

როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, ასე გამოეხმაურა სიმენოვი პატრიარქ კირილეს განცხადებას, სადაც მან გამოქვა უკმაყოფილება ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, პატრიარქის თქმით, ოტომანების იმპერიისგან გათავისუფლების 140 წლის იუბილეზე პრეზიდენტმა საკმარისად არ გაუსვა ხაზი რუსეთის როლს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.