“გაბედე” “ზონდერების” ფოტოებს აქვეყნებს – იძებნებიან პოლიციისთვის გადასაცემად”

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “გაბედეს” წევრები, “ალიას” აწოდებენ იმ ადამიანთა ფოტოებს, რომლებიც დღეს დახვდნენ მცხეთაში, მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან და ჯერ არეულობის მოწყობა სცადეს, მერე კი ცემაზე გადავიდნენ:

“იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ დაადგინოს, ვისი ორგანიზებული იყო ჯგუფური თავდასხმა და არა მხოლოდ უშუალო მონაწილეები, ორგანიზატორიც დააკავოს, იმასაც არ იკვლევენ, ვინ იყო უშულო შემსრულებელი თავდასხმის. ამიტომ, ღიად ვაქვეყნებთ მოძალადეების და ზონდერების ფოტოებს, ყველამ ვიცით, რომ დღეს მთავარი ზონდერი იყო, დიმიტრი ხუნდაძე, მაგრამ უშუალო მონაწილეების ვინაობა ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ რომელიმეს ამოიცნობთ, მოგვმართეთ – რათა ამ ადამიანთა ფოტოსთან ერთად, უკვე ვინაობაც მივაწოდოთ პოლიციას, ვნახოთ, მერე რა მიზეზს იპოვნის უმოქმედობის გასამართლებლად”

alia.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.