გადაკეტილი გზა და მობილიზებული სპეცრაზმი – მესტიაში პროტესტი გრძელდება

მესტიის მოსახლეობა „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობას კვლავ აპროტესტებს. ადგილობრივები, რომლებმაც გუშინ გზა გადაკეტს და სპეციალური ტექნიკა არ გაატარეს, დღესაც ადგილზე რჩებიან. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.

აქციის მონაწილეებს ღამით რამდენჯერმე შეხვდა შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან ერთად.

მესტიის შესასვლელში, სოფელ ლენჯერში ადგილზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმი. მესტიის ცენტრში მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდა მოსახლეობა, რათა სამართალდამცველებს გზა არ გაეხსნათ.

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება სპეცდანიშნულების რაზმს გამოიყენებს, ადგილობრივები სვანეთში არეულობას პროგნოზირებენ.

წყარო: pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.