გაერომ 2017 წელს მომხდარი ტერაქტების სტატისტიკა გამოაქვეყნა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2017 წელს მსოფლიოში განხორციელებული ტერაქტების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, კონტრტერორიზმის ორგანიზების მართვის დირექტორის ვლადიმერ ვორონკოვის განცხადებით, გასულ წელს 11 ათასი ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც 25 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 33 ათასი კი დაშავდა.

მისი ინფორმაციით, ამ რაოდენობის ტერაქტებმა 90 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია. ვორონკოვის თქმით, ეს სერიოზულ გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.