გაერო-მ კლიმატის ცვლილების თაობაზე არსებული ვითარების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ კაცობრიობის ისტორიაში ამ დრომდე არსებულ ყველა მაჩვენებელს გადააჭარბა და უმაღლეს დონეს მიაღწია. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა G7-ის სამიტზე განაცხადა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცნობით, 2019 წლის ივლისი ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. 2015-2019 წლები, სავარაუდოდ, მეტეოროლოგიური დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი წლები გახდება.

როგორც გაეროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, იგი მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრაზე მივიდა, რათა კლიმატის ცვლილების საკითხზე იმსჯელონ.
აღნიშნულ საკითხზე სამიტი სექტემბერში, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგება.
”მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის თანახმად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია: CO2- ის კონცენტრაციის ეს დონე 3-5 მილიონი წლის წინ იყო, შემდეგ ტემპერატურამ გაცილებით მოიმატა ”,-განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მან გრენლანდიაში მყინვარების სწრაფი დნობა გაიხსენა. მხოლოდ ივლისში, 179 მილიარდი ტონა ყინული დადნა. ასევე, ციმბირში, ალასკაზე, კანადაში, გრანლანდიაში, არქტიკული წრის მიღმა და ამაზონში მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ხანძარმა ატმოსფეროში ნახშიროჟანგის მატება განაპირობა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში კლიმატის პირობების თვალსაზრისით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. 2019 წლის მაისის დასაწყისში ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, შემდეგ – ირლანდია. ახლა მთელ მსოფლიოში ანალოგიურ დოკუმენტს ხელი დაახლოებით 650 ქალაქში მოაწერეს.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.