გავაძევოთ რუსები სომხეთიდან – პაშინიანის გარემოცვამ კარტები გაშალა

მას შემდეგ რაც სომხეთში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყნის უკვე ახალი მმართველობა დაჩქარებული ტემპით ცდილობს სომხეთის საგარეო პოლიტიკის დასავლეთთან ინტეგრირებას. ქვეყნის საინფორმაციო საშუალებებით, აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი სამხედროები 102-ე ბაზიდან გავიდნენ.

კარგად დაგეგმილი აქცია

როგორც უკვე აღინიშნა, ქვეყნის საინფორმაციო საშუალებებით, აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი სამხედროები 102-ე ბაზიდან გავიდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე. ამის პარალელურად ქვეყნდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლდაიმერ პუტინის შეურაცხმყოფელი კარიკატურები. დამატებით, სოციალურ ქსელ ფეისბუქში დარეკლამებულია ერთ-ერთი გვერდი, სადაც სომეხი ექსპერტების დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ეს ის ექსპერტები არიან, რომლებიც წლების წინ გარკვეულ ფასიან მომსახურებას უწევდნენ რუსეთის სამხედრო შენართებს სომხეთში. ამ ადამიანებს მოიხსენიებენ როგორც მოღალატეებს. ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ მიღწეული იქნას ერთი – რუსი სამხედროები გაძევებული იქნან სომხეთიდან.

ვინ არის დამკვეთი?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ხელწერა, ანუ სოციალური ქსელების აქტიური მუშაობა და დისკრედიტაციის მცდელობები, დამახასიათებელია პროდასავლური ოპოზიციური პარტიების და ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მოქმედი ხელისუფლებისაც, დსთ-ს ქვეყნებში. მეორეს მხრივ, ყურადღება უნდა მიექცეს იმას თუ ვინ მართავს ასეთ გვერდებს. როგორც გამომცემლობა Politobzor.net-ი წერს, ასეთ გვერდებს სომხეთში სოროსის ფონდის შტატიანი თანამშრომელი კურირებს, რომელიც ახალხანს პაშინიანის მთავრობაში გადავიდა სამუშაოდ. მას ამაში დაეხმარა სომხეთში LGBT-ი თემის აქტიური უფლებადამცველი კარპის პაშოიანი, რომელიც ახლახანს განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან სომეხი ჯარისკაცების მიმართ დაუშვებელი, შეურაცხმყოფელი გამოხატულებისთვის. მიუხედავად ამისა, პაშიანიანის მთავრობა კარპის პაშონიანის მიმართ სიმპატიებითაა განწყობილი.

მოდი დავადანაშაულოთ რუსეთი!

პაშინიანი ჯერჯერობით ძალიან ფრთხილად მოქმედებს. მიუხეავად იმისა, რომ ის ხელისუფლებაში დასავლეთის მხარდაჭერით მოვიდა, მან არ დაიწყო მოსვლისთანავე კრემლის კრიტიკა. პაშინიანი ამბობს, რომ სომხეთი ევროპაა და გასათვალისწინებელია საქართველოს და უკრაინის მაგალითები. მიზეზი მარტივია – ყარაბახის კონფლიქტი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მომძლავრდეს. ასევე, სომხეთში კარგად აქვთ გააზრებული, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება მეტწილად რუსეთზეა დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ, იდეა რუსი სამხედროების კრიტიკასთან დაკავშირებით სულ ახლახან გაჩნდა. შესაბამისად, არავის გაუკვირდება თუ ადგილი ექნება პროვოკაციულ ქმედებებსაც, თავდასხმებს პრესის და ექსპერტების მხრიდან. მიზანი რუსეთისგან დისტანცირებაა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ერევანისთვის ცუდად დასრულდეს. ამიტომ, სომხეთი ფრთხილობს.

BFM.GE

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.