გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის ამოქმედების შემდეგ რუსეთი შესაძლოა უკრაინას დაესხას თავს – პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის ამოქმედების შემდეგ რუსეთი შესაძლოა უკრაინას დაესხას თავს – განცხადება ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ჰამბურგში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

მატეუშ მარავეცკის თქმით, ევროპის ქვეყნების ნაწილს არ სჯერა, რომ მილსადენი მხოლოდ ბიზნეს პროექტია, როგორც ამას გერმანია აცხადებს.

“როდესაც აღმოჩნდება, რომ უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა აღარ არის საჭირო, რა შეაჩერებს ვლადიმერ პუტინს იმისგან რომ კიევზე არ წავიდეს?”-აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.

მისივე თქმით, “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ს მთლიანად ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდებას ისახავს მიზნად.

“რუსთავი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.