გაირკვა, როგორ შთანქთა 10 მილიარდი წლის წინ ჩვენმა გალაქტიკამ სხვა გალაქტიკა

მეცნიერებმა გაარკვიეს თუ როგორ შთანთქა 10 მილიარდი წლის წინ ჩვენმა გალაქტიკამ სხვა გალაქტიკა. აღმოჩენა მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც გალაქტიკის ვარსკვლავების მოძრაობა გაანალიზა და შეაფასა. კვლევის შედეგების შესახებ BBC Space.com-ზე დაყრდნობით წერს.

ანალიზისას, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ირმის ნახტომის 33 ათასამდე ვარსკვლავი, ირმის ნახტომის ფარგლებს მიღმა დაიბადა და სხვა ვარსკვლავების მსგავსი ტრაექტორიით არ გადაადგილდებიან. ამ ვარსკვლავებზე სპეციალური ტელესკოპის მეშვეობით ჩატარებული დაკვირვებით ირკვევა, რომ ისინი, 10 მილიარდი წლის წინ, ირმის ნახტომისა და სხვა გალაქტიკის შეჯახების შედეგად წარმოიქმნენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გალაქტიკა ირმის ნახტომზე 5-ჯერ პატარა ზომის იყო.

აღმოჩენის გაკეთება შესაძლებელი გახდა იმით, რომ ვარსკვლავების მოძრაობას მათი წარმოშობის ისტორია განაპირობებს.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.