გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს

ომპანია „იპსოსის“ კვლევაში, კითხვაზე – როგორია თქვენი მოლოდინი, როგორი შედეგით დასრულდება 2020 წლის არჩევნები?- გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი ადამიანი, 20% თვლის, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს და თანაც უმრავლესობით მოხვდება საკანონმდებლო ორგანოში.

რესპოდენტების 18% ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და უმრავლესობით შევა პარლამენტში, ანუ მანდატების ნახევარზე მეტს მოიპოვებს.

13% ელოდება, რომ “ქართული ოცნება” კი გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ანუ დეპუტატების 50%-ზე ნაკლებს დააგროვებს პარლამენტში.

4% კი ფიქრობს, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობის მოპოვების გარეშე.

გამოკითხულთა 40%-ს დასმულ კითხვაზე პასუხი არ აქვს, 5% კი უარს აცხადებს პასუხზე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.