“განათლება დასაქმებისთვის” – ევროკავშირი საქართველოსთვის €48.85 მილიონ ევროს გამოჰყოფს

29 ოქტომბერს, 13:30 საათზე საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ოფიციალურად გახსნიან “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი €48.85 მილიონ ევროს გამოჰყოფს დასაქმების, ცოდნა-უნარების განვითარებისა და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი,  გიორგი გახარია.

ოფიციალური განცხადებებისა და პანელური დისკუსიების გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება “განათლება დასაქმებისთვის” პროგრამის სხვადასხვა კომპონენტები; ასევე მოეწყობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დასაქმების სერვისების ინტერაქტიული გამოფენა.

გახსნას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა თუ ადგილობრივი პარტნიორების 150 წარმომადგენელი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.