განუკურნებელი სიმსუქნის მიზეზი სახელდება

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ უჭირთ წონაში დაკლება ადამიანებს მაღალი გაცხიმოვნებით. ამის მიზეზი ფერმენტი TBK1 აღმოჩნდა. კვლევის შესახებ ინფორმაციას MedicalXpress-ი ავრცელებს.

TBK1, იგივე სპეციფიკური ფერმენტი, ე.წ. კინაზი 1-ია, რომელიც აქტიურდება ანთებითი პროცესების საპასუხოდ, რაც ქრონიკული სტრესის გამო გაცხიმოვნებით არის განპირობებული. ის თიშავს AMP პროტეინკინაზას, რომელიც უჯრედებში ენერგეტიკულ ბალანსს აკონტროლებს, ბლოკავს ცხიმიანი მჟავას სინთეზს. შედეგად ორგანიზმში ქვეითდება ენერგიის ხარჯვა, რაც წონის კარგვას აფერხებს.

კვლევით დადგინდა, რომ უჯრედიდან TBK1-ის გამოდევნა თაგვებში წონის კლებას იწვევს, თუმცა ნორმალური წონის მღრღნელებში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.