“განცხადება, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ, 2012 წელს “ოცნების” წინასაარჩევნო დოქტრინას წარმოადგენდა”

“განცხადება, რომ 2008 წელს ომი დაიწყო საქართველომ, წარმოადგენდა 2012 წელს კოალიციის “ოცნება”, წინასაარჩევნო დოქტრინას და ასევე იყო ჩაწერილი მათ წინასაარჩევნო ბუკლეტში.

ამას არანაირად არ შეუშლია ხელი ამ კოალიციის გამარჯვებისათვის 2012 წლის არჩევნებში”…-წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული, რომელიც ქართველი ამომრჩევლის დამოკიდებულებას აფასებს ქვეყნისთვის ისეთ მტკივნეული საკითხის მიმართ, რასაც ოკუპაცია ჰქვია.

ის, ასევე აგვისტოს ომზე პრეზიდენტ კლინტონის მრჩევლის, რონალდ ასმუსის დაწერილ წიგნს იხსენებს, სადაც ამერიკელი დემოკრატი რუსეთ-საქართველოს ომში პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციას აფასებს: 

რონალდ ასმუსს, ამერიკელ დემოკრატს, პრეზიდენტ კლინტონის მრჩეველს, აგვისტოს ომზე დაწერილ თავის წიგნში, უამრავ წიაღსვლასთან ერთად აქვს ერთი ზუსტი პასაჟი-დასკვნა, სადაც ამბობს, რომ მიუხედვად უამრავი სუბიექტური და ობიექტური სპეკულაციისა, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და მან იმოქმედა თავისი ქვეყნის ღირსებისა და ინტერესების დასაცავად, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა.

ეს არის ფაქტი, რომელსაც თავად ობიექტური ასმუსიც ვერ გაექცა, მიუხედავად სააკაშვილის საკმაოდ მწვავე კრიტიკისა.
და მეც, როგორც ქართველი, როგორც კაცი, როგორც პატრიოტი, ამ უდიდესი დილემის დადგომის შემთხვევაში, იმ შემთხვევაში მოვიქცეოდი ზუსტად ისე, როგორც მოიქცა პრეზიდენტი სააკაშვილი.
საქართველოს სჭირდებოდა ეს, მის ღირსებას სჭირდებოდა და ამ ომის ფსიქოლოგიური მონაპოვარი მომავალში უდიდეს სარგებელს მოუტანს ქვეყანას” – წერს ზურაბ გურული.

guriismoambe.com

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.