გარდაბანში 230 მეგავატიანი ახალი თბოსადგური გაიხსნა

გარდაბანში 230 მეგავატიანი ახალი თბოსადგური გაიხსნა.

კომბინირებული ციკლის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ დააფინანსა და ის 180 მილიონი დოლარი დაჯდა. 

„ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც რა თქმა უნდა ენერგო ეფექტურობა და საერთოდ ენერგიის წყარო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. გარდაბნის ახალი თბოელექტროსადგური პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და ამასთანავე ქვეყნის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.