გარდაბნის მერიამ 2 ავტომობილი დაკარგა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს, გამგეობის ბალანსზე არსებული „MITSUBISHI PAJERO 3500“ და „GAZ-31029“ ვერ მოიძებნა. მერიას არ გააჩნდა ინფორმაცია ამ ავტომანქანების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „MITSUBISHI PAJERO 3500“ გარდაბნის გამგეობას შეძენილი ჰქონდა 2007 წელს და მასში 15 300 ლარი იყო გადახდილი, „GAZ-31029“-ის შესახებ კი ინფორმაცია საერთოდ ვერ მოიძებნა.

აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ მანქანების დაკარგვით და დაზიანებით მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა, თუმცა, ქონების ან შესაბამისი კომპენსაციის მიღების მიზნით, რაიმე სამართლებრივი ღონისძიებები არ განხორციელებულა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.