გაყალბებული ისტორია აგვისტოს ომზე – “იმედის” თანამშრომლები არხის გენერალური დირექტორის მოადგილეს დაუპირისპირდნენ

სკანდალური ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ კი ტელე “იმედში “ვითარება უკიდურესად დაიძაბა. გენერალური დირექტორის მოადგილეს ნიკა ლალიაშვილს არხის თანამშრომლების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. “ნიუსრუმი პარალიზებული იყო-” წერს სოციალური ქსელში იმედის ერთ ერთი თანამშრომელი, მწერალი პაატა შამუგია, რომელიც მარტო არ არის.

„იმედის“ კიდევ ერთი თანამშრომელი სცენარისტი ტორესა მოსი ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმედის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება.” ნიკა ლალიაშვილი თავზე დაგვასვეს წერს მოსი და არხის მფლობელებს მიმართვას:

” გასაგებია, რომ თქვენი გადაწყვეტილებაა ნიკა ლალიაშვილს დატოვებთ თუ გაუშვებთ, ასევე თქვენი გადაწყვეტილებაა, საკუთარ არხს პუტინის პროპაგანდისტულ მანქანად გადააქცევთ თუ არა, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ როდესაც კომპანიის თანამშრომლებს აყენებთ ისეთ მდგომარეობაში, რომ მორალური კომპრომისის ხარჯზე მოუწევთ იძულებით იმის კეთება, რისიც აღარ სჯერათ, კომპანია შეიძლება ჩამოიშალოს” – წერს ტელეკომპანიის თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.