გაძლიერდა ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე – ობუდსმენი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის ოფისისთვის ფაქტის შემდეგ კონტაქტი ოკუპირებულ რეგიონთან გართულდა. ამის შესახებ განცხადება ნინო ლომჯარიამ წილკანში ყოფნისას გააკეთა. სახალხო დამცველმა არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს მიუსამძიმრა.

ომბუდსმენის განცხადებით, გაძლიერებულია მოსახლეობაზე ზეწოლა, ყოველწუთს ხდება მათი შეჩერება, ჩხრეკა და გადაყვანა.

“კონტაქტი არის მაქსიმალურად შეზღუდული და თუნდაც, თუკი სხვა შემთხვევების დროს უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებდით, ახლა უფრო მეტად გაჭირდა ინფორმაციის მიღება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან გაძლიერდა ზეწოლა იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, ფაქტობრივად ყოველწუთს ხდება მათი შეჩერება, ჩხრეკა, გადაყვანა და ეს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება. საზოგადოებას ეშინია გარკვეული პროვოკაციების, აქედან გამომდინარე გართულებულია ინფორმაციის მიღებაც”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.