გახარიას კადრმა – შს მინისტრის მოადგილე ჯავახაძემ 444 ათასის ქონება შეიძინა

შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ, რომელიც სისხლიან ჯალათად წოდებული გახარიას პირადი კადრია, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამი ბინა იყიდა, აქედან ერთი 2013-ში, ორი კი, 2018 წელს. მან ასევე შეიძინა ავტოფარეხიც.

ჯამში, ჯავახაძემ, სიღარიბით სავსე ქვეყანაში, დიღმის მასივში მდებარე ბინებსა და ავტოფარეხში 149 ათასი დოლარი გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით (2.98), საშუალოდ, 444 ათასი ლარია.

ნინო ჯავახაძე დღემდე ინარჩუნებს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მიუხედავად იმისა რომ სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია პრემიერი გახდა, ხოლო შს სამინისტროში მასთან მწვავედ დაპირისპირებული გომელაური მივიდა. 

ნინო ჯავახაძე გახარიამ პოლიციაში ეკონომიკის სამინისტროდან წაიყვანა. მანამდე კი რამდენჯერმე დაეხმარა, მათ შორის პლასტიკური ოპერაციის ორგანიზებაშიც. 

გავრცელებული ინფორმაციით, გახარია ჯავახაძეს ეკონომიკის მინისტრად ამზადებს. არსებობს სამთავრობო გეგმა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკა გამოეყოფა და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება. 

ამის შემდეგ, თურნავა ენერგეტიკაში გადაინაცვლებს, ჯახავახაძე კი ეკონომიკის მინისტრი გახდება – გახარიას წყალობით.

გახარია ივანიშვილის დიშვილის, რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოვებული პირის, შმაგი კობახიძის პირადი კადრია. 

შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გახარიას კადრის დასმა შმაგი კობახიძის ანუ რუსული სპეცსამსახურების კლანის გაძლიერებას ნიშნავს.

რაც შეეხება თურნავას, მას ვანო ჩხარტიშვილის გავლენით ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ლობირებს. 

მამაცაშვილის კლანის წევრია შს ახალი მინისტრი გომელაურიც, რომლის დროსაც უპრეცედენტო დანაშაული მოხდა:

2019 წლის პირველ ოქტომბერს, მოქმედმა პოლიციელებმა, დანაშაულებრივი სამყაროს წევრების დავალებით, მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმული მოქალაქე გაიტაცეს და კრიმინალებს მიუყვანეს მოსაკლავად. 

პოლიციელების მიერ გატაცებულ მოქალაქეს კი, კრიმინალებმა 30 ჭრილობა მიაყენეს, მოკლეს და მტკვარში გადააგდეს.

ეკა იაშვილი

https://presa.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.