გახარია, თალაკვაძე და მდინარაძე უარყოფით რეიტინგებში ლიდერობენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხული რესპონდენტები  ყველაზე დადებითად კახა კალაძისა და დავით ბაქრაძის მიმართ არიან განწყობილი.  როგორც გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, დედაქალაქის მერსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გამოკითხულთა 34% აფასებს დადებითად.

რეიტინგში მესამე-მეოთხე ადგილებს ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ინაწილებენ.

საინტერესოა, რომ ლიდერების ხუთეულს ამჯერად „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე ასრულებს. აქამდე შავგულიძე რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე არ ფიქსირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის პერიოდისთვის (19 ნოემბერი-13დეკემბერი) „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პოზიციებს არათუ შალვა შავგულიძესა და გიორგი გახარიას უთმობს, მას  ევროპელი დემოკრატების ლიდერი ელენე ხოშტარია და „ოცნებიდან“ წასული თამარ ჩუგოშვილიც უსწრებენ.

რაც შეეხება გამოკითხულთა პერსონალურ დამოკიდებულებას პრემიერ გიორგი გახარიას მიმართ, დადებითი დამოკიდებულება, მხოლოდ 27%-ს აქვს,  ხოლო უარყოფითი –  34%-ს.  

თუმცა,  კახა კალაძისა არ იყოს, გიორგი გახარიასაც უფრო მაღალი დადებითი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ორივეს ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს : კახა კალაძე – 34%, გიორგი გახარია – 27%, ბიძინა ივანიშვილი – 17%.  უფრიო მეტიც, დადებითი განწყობების რეიტინგში, ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის თავმჯდომარე  არჩილ თალაკვაძეც კი მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება: ბიძინა ივანიშვილი – 17%, არჩილ თალაკვაძე – 16%,

თუმცა, უარყოფითი რეიტინგის თვალსაზრისით, არც პარლამენტის თავმჯდომარეს,  არჩილ თალაკვაძესა და ვიცე-სპიკერ მამუკა მდინარაძეს აქვთ სახარბიელოდ საქმე. გამოკითხულთა უარყოფითი დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი მათ მიმართ ასეთიაარჩილ თალაკვაძე – 32%, მამუკა მდინარაძე – 29%. 

აღსანიშნავია, რომ ამ ორი პოლიტიკოსის დადებითი მაჩვენებელი  ორჯერ ნაკლებია უარყოფითზე:  არჩილ თალაკვაძე – 16%, მამუკა მდინარაძე – 14%. უფრო მეტიც, მდინარაძის შესახებ გამოკითხულთა 15%-ს საერთოდ არ სმენია.

კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსი, რომლის შესახებ გამოკითხულთა 36%-ს  არ სმენია „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეა. 28%-ს  არ სმენია  თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ, „ნაციონალი“ სალომე სამადაშვილისა და „თავისუფალი დემოკრატის“  შალვა შავგულიძის შესახებ კი 22-22%-მა არ იცის არაფერი.

მძიმე რეიტინგული მდგომარეობა აქვს „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. უარყოფითი – 39%, დადებითი – 8%, არ სმენია – 11%. 

საინტერესოა, როგორც გადანაწილდა  გამოკითხულთა პერსონალური უარყოფითი რეიტინგი ოპოზიციისა და პოზიციის წარმომადგენლებში.

ოპოზიციის რეიტინგი ასე გამოიყურება:  ეკა ბესელია – 41%,  მიხეილ სააკაშვილი – 39%, ზურაბ ჯაფარიძე –  39%, გრიგოლ ვაშაძე –  38%, გიგი უგულავა – 38%, ნიკა მელია –  37%,  ირმა ინაშვილი – 35%,  ნინო ბურჯანაძე – 35%,  გიორგი გახარია –  34%;  გიორგი ვაშაძე –  30%, გიგი წერეთელი – 28 %, დავით უსუფაშვილი – 26%,  ელენე ხოშტარია –  26%,  სალომე სამადაშვილი –  26%,  შალვა ნათელაშვილი – 25%, დავით ბაქრაძე – 21%,  ალეკო ელისაშვილი – 20%, თამარ ჩუგოშვილი – 20%, შალვა შავგულიძე –  19%, ლევან ხაბეიშვილი – 19%, ხათუნა სამნიძე – 16%.

რაც შეეხება მმართველ უმრავლესობას, მათი უარყოფითი რეიტინგი შემდეგნაირია: ბიძინა ივანიშვილი – 49%, სალომე ზურაბიშვილი – 49%, %,  არჩილ თალაკვაძე –  32%, მამუკა მდინარაძე – 29%,  კახა კალაძე – 22%.

აგრეთვე, საინტერესოა,  ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსების მიმართ გამოკითხულთა დადებითი განწყობების პროცენტული მაჩვენებლები.

ოპოზიცია: დავით ბაქრაძე -34%, შალვა ნათელაშვილი – 29%, მიხეილ სააკაშვილი – 26%, გრიგოლ ვაშაძე – 20%, ალეკო  ელისაშვილი – 20%, ელენე ხოშტარია – 19%,  გიორგი ვაშაძე – 19%, ნიკა მელია –  19%, დავით უსუფაშვილი – 18%,  ირმა ინაშვილი – 18%,  ნინო ბურჯანაძე – 17%,  გიგი უგულავა – 16%,  გიგი წერეთელი – 15 %, შალვა შავგულიძე – 15%, თამარ ჩუგოშვილი – 12%, ლევან ხაბეიშვილი – 8% , ხათუნა სამნიძე  – 4%.

უმრავლესობის დადებითი რეიტინგი კი ასეთია: კახა კალაძე – 34%, გიორგი გახარია – 27%, ბიძინა ივანიშვილი – 17%, არჩილ თალაკვაძე – 16%, გია ვოლსკი – 16%, მამუკა მდინარაძე – 14%, სალომე ზურაბიშვილი – 13%.

შეგახსენებთ,  დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლოესი კვლევა წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები  2019 წლის 19 ნოემბერი- 13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180  ადამიანი გამოიკითხა.

„ენდიაის“ კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK  aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. ხორციელდება.  გამოკითხვას “CRRC-საქართველო“ ატარებს .

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.