გენერალ მაზნიაშვილის მიერ სოჭისა და ტუაფსეს აღება (1918)

1918 წლის ივნისის დასაწყისში რუსმა ბოლშევიკებმა დაარღვიეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი და წამოიწყეს შეტევა სოხუმის მიმართულებით და ახალ ათონამდე შემოაღწიეს.ამ ვითარებიდან გამომდინარე გენერალმა მაზნიაშვილმა ,სამხედრო მინისტრის გიორგაძის ბრძანება მიიღო-გაიწმინდოს ბოლშევიკებისაგან აფხაზეთის ტერიტორია. ივლისის დასაწყისისათვის ქართული არმია მზად იყო კონტრშეტევის წამოსაწყებად,ამასთან 1918 წლის 4 ივლისს სოჭიდან ჩამოსული ქართული დელეგაცია არწმუნებდა მაზნიაშვილს რომ,იაქაური ქართველები დიდი სიამოვნებით ელოდებიან ქართული არმიის ქალაქში შესვლად და მზად არის 2 000 შეიარაღებული ადამიანის გამოსაყვანად.

სოჭის ქართველი მოსახლეობა დიდი სიხარულით შეხვდა ქართულ არმიას(1918 წლის ივლისი)სოჭის ქართველი მოსახლეობა ელოდებოდა ქართული არმიის ქალაქში შესვლას და რუსი ოკუპანტებისაგან სამშობლოს გაწმენდას.1918  წლის 5 ივლისს ქართული არმია გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით შეტევაზე გადავიდა და სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ 6 ივლისს ქართული არმია შევიდა ქალაქ სოჭში.სოჭის განთავისუფლება და საქართველოს შემადგენლობაში მის დაბრუნებას მიესალმებოდა სრულიად საქართველოს მოსახლეობა. მაგრამ ჯერ კიდევ რჩებოდა მტრის ხელში ქართული მიწები.8 ივლისს ბოლშევიკებმა დახმარება მიიღეს და შეტევაზე გადავიდნენ,ქართულმა სამხედრო ნაწილებმა უკან დაიხიეს და დატოვეს რამოდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი.მაგრამ სულ მალე 15-26 ივლისში გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ  ინიციატივა კვლავ ქართული არმიის ხელში გადავიდა. მტერი სწრაფად იხევდა ტუაფსეს მიმართულებით.  1918 წლის 28 ივლისს მაზნიაშვილი თბილისში გადასცემდა ინფორმაციას:

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი“გატყობინებთ რომ,26 ივლისს 12 საათიანი ბრძოლის შემდეგ,საღამოს 20 საათისათვის ავიღეთ ქალაქი ტუაფსე. მტერი დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა,ყოველი სიმაღის აღება დიდი ბრძოლის ფასად გვიხდებოდა. აყვანილია უამრავი ტყვე,ხელთ ჩავიგდეთ 4 ქვემეხი,12 ტყვიამფრქვევიდიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა,ავტომობილები, 5 ორთქლმავალი ვაგონებთან ერთად”. ამდაგვარად 1918 წლის 26 ივლისს ტუაფსეს თავზე ქართული დროშა ფრიალებდა. საქართველოს სამხედრო მინისტრმა გიორგაძემ მაზნიაშვილისაგან მეორე ტელეგრამაც მიიღო. მასში ნათქვამი იყო: “რათა არ მომხდარიყო მტრის უეცარი თავდასხმა,დავასწარით და 4 აგვისტოს 13 საათზე ჩემს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო ნაწილები გადავიყვანეთ შეტევაზე ტუაფსედან 6 კილომეტრის დაშორებით არსებულ სადგურ ბელორეჩენსკის მიმართულებით სადაც მტრის მოწინავე რაზმები იყო თავმოყრილი.

ქართული კავალერიაპირველივე შეტევისას მტერი გაფანტულ იქნა,შეტევა გაგრძელდა და ჩვენი ნაწილები შეხვდნენ 4 000 ადამიანისაგან შემდგარ მტრის ძირითან ძალას,რომელსაც მეთაურობდა ანტონოვი. მათ გააჩნდათ 3 ქვემეხი,ჯავშანმატარებელი სახელად “Борец за свободу №2″(თავისუფლებისათვის მებრძოლი №2) და დიდი რაოდენობით ტყვიამფრქვევები. ბრძოლა დაიწყო სადგურ გრეშესკოდან 4 კილომეტრის დაშორებით, ექვსსაათიანი ბრძოლის შემდეგ ანტონოვის არმია დამარცხდა და აქეთ-იქით მიმოიდანტა. დაღუპულია და დაჭრილია მოწინააღმდეგის ასობით ჯარისკაცი. განადგურებულია ჯავშანმატარებელი,დამწვარის ორთქლმავალი,ხელში ჩავიგდეთ 2 ქვემეხი,30 ტყვიამფრქვევი დიდი რაოდენოვით ტყვიაწამლითყუმბარები და შაშხანები,ამის შემდეგ წამოვიწყეთ დამარცხებული მტრის დევნა, 5 კილომეტრით წავიწიეთ წინ და 4 აგვისტოს საღამოს 20 საათზე ავიღეთ სადგური  კრივენკოვსკაია,ამ მომენტისათვის გამაგრებულები ვართ სადგურის ტერიტორიაზე.”. პოლიტიკური სიტუაციების ცვლილებების გამო ქართული არმიის წინსვლა შეჩერებულ იქნა,ქართულმა ნაწილებმა ტუაფსეც კი დატოვეს(ნოემბერი) და დაიხიეს მდინარე შეხამდე.
და ბოლოს,საინტერესოა რომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული წითელი და თეთრი რუსული არმიები ერთად გამოვიდნენ ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად.აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს პერიოდი დაემთხვა საქართველო სომხეთის ურთიერთობების გაუარესებას,რაც მოგვიანებით ომში გადაიზარდა.ამ ყველაფერმა გამოიწვია ქართველების მიერ სოჭის ოლქის ვერ შენარჩუნება.

http://arma.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.