გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ყოფილი პროკურორი სასამართლოს განჩინების საფუძველზე რუსთავში აიყვანეს.

ჩხრეკის დროს ჭანტურიების სახლში ამოღებულია ავტომატი და ჩანთა, რომელშიც ვაზნებიამოთავსებული. ადვოკატის თქმით, ამოღებული 3 ავტომატი, მჭიდები და 500 ვაზნა, რომელიც დაკავებულს არ ეკუთვნის და ის სახლში პოლიციამ შეიტანა. მისი განმარტებით, სამართალდამცველები დაკეტილ სახლში შევიდნენ და მოწმეების გარეშე დაიწყეს ჩხრეკა.

ჭანტურია ამ დრომდე არ დაკითხულა, მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ და ამის შემდეგ გადაეცემათ საქმის მასალები ადვოკატებს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ყოფილ პროკურორს იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვას  და რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილის მკვლელობას ედავება. შემთხვევა 15-ტ იანვარს მოხდა. გენერალი ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გიორგი ჭანტურია ამ საქმეზე ერთხელ უკვე დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო გაათავისუფლეს.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.