გერმანიაში მუსლიმ დევნილთა ნაწილი ქრისტიანობას იღებს

გერმანიაში მუსლიმ დევნილთა ნაწილი ქრისტიანობას იღებს

გერმანიაში ჩასახლებული უფრო და უფრო მეტი დევნილი ისლამიდან ქრისტიანობაზე გადადის. ამის შესახებ გერმანული ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია სამი დევნილის ქრისტიანად მონათვლა ბერლინის ერთ-ერთ ევანგელისტურ ტაძარში.

მღვდელი მატიას ლინკე მათ ეკითხება: „გჯერათ თუ არა გულის სიღრმეში, რომ ისეო ქრისტე თქვენი ღმერთი და მხსნელია, რომელსაც თქვენი ცხოვრების ყოველი დღის მანძილზე გაჰყვებით?“

ყველა მათგანი გერმანულად პასუხობს „დიახ“, შემდეგ კი მოსანათლ აუზში ყვინთავენ, — იუწყება სააგენტო AFP. ამის შემდეგ, მრევლი მათ ტაშს უკრავს.

„ბევრი მათგანი გერმანიაში ჩამოვიდა და ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ აირჩიონ თავიანთი რელიგია, მათ სურთ აირჩიონ თავისუფლების რელიგია“, — ამბობს ლინკე.

„ჩემ მიერ მონათლული ბევრი ირანელისთვის, ქრისტიანობა თავისუფლების რელიგიაა“.

ქალაქ შპაიერის კათოლიკური ეკლესიის მღვდლის, ფელიქს გოლდინგერის განცხადებით, ქრისტიანად უკვე მოინათლა მრავალი დევნილი ირანიდან, ავღანეთიდან, სირიიდან და ერიტრეიდან.

ერაყიდან დევნილი 25-წლის ადელის თქმით, მას დანარჩენი მუსლიმების რეაქციის ეშინოდა, გარდა ამისა, ქრისტიან მეგობრებთან კონტაქტს საკუთარი ძმაც უშლიდა.

როგორც მან Berliner Morgenpost-ს განუცხადა, ქრისტიანად მონათვლის დღე უბედნიერესი დღე იყო მის ცხოვრებაში.

ქრისტიანად მოქცეულთა ოფიციალური რაოდენობა უცნობია, თუმცა ეს მოვლენა სათავეს 2013 წლისან იღებს, როდესაც გერმანიის ევანგელისტურმა ეკლესიამ მონათვლის მსურველთათვის ცნობარი გამოსცა.

„ბოლო წლებში, თავშესაფრეს მძებნელთა გარკვეული ნაწილი, იქნება ეს ცალკეული ადამიანი თუ მთლიანი ოჯახები, ქრისტიანად მოექცნენ და საეკლესიო საზოგადოებებს ეკითხებოდნენ თუ სად შეეძლოთ მონათვლა“, — წერია ცნობარის შესავალში.

ახლადმოქცეულთაგან ზოგერთმა, ქრისტიანობა ჯერ კიდევ გერმანიისკენ მიმავალ გზაზე მიიღო.

არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთმა სარწმუნოება იმ მიზეზის გამო შეიცვალა, რომ სჯეროდა უფრო ადვილად მიიღებდა თავშესაფარს გერმანიაში, სადაც ქრისტიანობა დომინანტი რელიგიაა.

გასულ წელს, გერმანიაში თავშესაფრის 900 000-მდე მაძიებელი ჩავიდა, ძირითადად სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან, როდესაც ანგელა მერკელმა საზღვრები გახსნა მათთვის, ვინც ევროპამდე სიცოცხლის რისკის ფასად ჩააღწია.

comments

Leave a Reply

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: