გერმანია იცვლის პოზიციას რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ცვლის რიტორიკას რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მიმართ – უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ მან პირველად განაცხადა, რომ ბერლინი არ მისცემს თანხმობას ამ პროექტის რეალიზაციაზე, თუ არ იქნება ნათელი უკრაინული ტრანზიტის მომავალი.

„ეს არ არის წმინდა ეკონომიკური პროექტი, აქ არსებობს პოლიტიკური  ფაქტორებიც, რომელთა იგნორირება შეუძლებელია“ – განაცხადა მან.

აქამდე ანგელა მერკელი არაერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ გერმანია განიხილავს „ჩრდილოეთ ნაკადს“  მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, და ვერ ხედავს მასში ვერანაირ საფრთხეებს.

ამჟამად კი, როგორც ჩანს,  ეს პოზიცია მკვეთრად იცვლება.

„ჩვენ ვითვალისწინებთ უკრაინის პრეზიდენტის აზრს ამ საკითხის ირგვლივ. მე ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს „ჩრდილოეთ  ნაკადის“  შესახებ, და გაუზიარე მას ჩვენი წუხილი უკრაინასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საუბარია იმაზე, რომ გაზის ნაწილი უნდა მიდიოდეს ტრანიზიტით უკრაინის გავლით, და ეს მიმართულება რჩება ძალიან მნიშვნელოვანი.  მე აუხსენი პუტინს, რომ შეუძლებელია ისეთი სიტუაცია,  როდესაც „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს გამო, უკრაინა არ იქნება მნიშვნელოვანი, როგორ ტრანზიტული ტერიტორია“  – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

9 აპრილს კრემლშიც დაადასტურეს, რომ სატელეფონი საუბარში პუტინმა და მერკელმა მართლაც განიხილეს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს საკითხები, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვერსიით, გერმანიამ დაადასტურა ამ პროექტის რეალიზების მზადყოფნა.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ უკვე მიიღო ყველა აუცილებელი ნებართვა გერნმანიის ტერიტორიაზე გაზსადენის მშენებლობისთვის, შესაბამისად, პროექტი იქნება განხორციელდება დათქმულ ვადებში.

თუმცა, რუსულ სტრატეგიულ პროექტს ყავს ბევრი მოწინაამღდეგე – პირველ რიგში აშშ, რომელიც თავადაა დაინტერესებული ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტით, ასევე პოლონეთი, და ბალტიის ქვეყნები.

არიან სკეპტიკოსები ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შორისაც. კერძოდ, ევროკავშირის ენერგეტიკის დირექტორატის ხელმძღვანელმა დომინიკ რისტორიმ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ არ უწყობს ხელს ევროპაში გაზის მიწოდების დივერსიფიცირებას,  და ამიტომაც ის ვერ აშენდება, თუ  არ მიიღებს ევროკავშირის, მათ შორის ენერგეტიკის დირექტორატის ნებართვას “.

რუსული გეგმის თანახმად, ორი გაზსადენის – „თურქული ნაკადის“ და „ჩრდილოეთ ნაკადის“ აშენება მისცენს „გაზრპომს“უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმის საშუალებას.

თუმცა, ექსპერტების აზრით, ორი ახალი გაზსადენი, მაშინაც კი, თუ ორივე აშენდა – არაა საკმარისი ევროპის გაზით უზრუნველყოფისთვის, და ამას აღიარებს „გაზრპომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი – მისი თქმით, უკრაინული ტრანზიტი შენარჩუნდება 2019 წლის შემდეგაც.

„ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინულ ტრანიზტზე საბოლოო უარის თქმას, ევროპაში არის რეგიონები, სადაც უფრო მომგებიანი გაზის მიწოდება უკრაინის გავლით, თუმცა, რა თქმა უნდა რაოდენობა შემცირდება – სავარაუდოთ 10-15 მლრდ. კუბურ მეტრამდე“  – განაცხადა მილერმა.

ასეთი ვარიანტი ძალიან წამგებიანია უკრაინისთვის, რომლის ტერიტორიით ამჟამად ევროპას მიეწოდება 90 მლრდ. კუბურ მეტრზე მეტი.

2020 წლისთვის, ევროპაშო გაზის მოხმარების დონის შენარჩუნების, და ორივე სტრატეგიული მიმართულების ამოქმედების შემთხვევაში,  უკრაინული ტრანიზიტი შემცირდება 15 მლრდ. კუბურ მეტრეამე.

თუმცა, თავად უკრაინული მხარე ბევრად უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი. კერძოდ, უკრაინული „ნაფტოგაზის“ კომერციულმა დირექტრომა იური ვიტრენკოს განუცხადებით მას არ სჯერა მილერის სიტყვების.

„სავარაუდოთ, 2020 წელს ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით შეწყდება, რადგანაც 2 ახალი გაზსადენის მისცემს „გაზრპომს“ საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულების საშუალებას.

წყარო : gazeta.ru

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.