“გეშინოდეთ, ბავშვებმა იციან სიმართლე და ისინი იზრდებიან” – ემოციური მიმართვა სარალიძის საქმეზე

(რეზონანსი) ჟურნალისტი თამო კეშელავა ფეისბუქზე დავით სარალიძის მეგობრების მიერ შექმნილ ვიდეოს ეხმაურება და ემოციურ წერილს წერს:

“უყურეთ მკვლელებმა, მკვლელების ხელის დამფარებლებმა, უგულო მასწავლებლებმა, ურწმუნო დეკანოზებმა, ფლიდმა პოლიტიკოსებმა.

უყურეთ და დაე, ვერასოდეს დაივიწყოთ. პოლიტიკოსებმა მინდა ორჯერ უყუროთ. თქვენ მუდამ იმით რომ აპელირებთ, რომ ქალები ხართ და გჩაგრავენ, გჩაგრავენ, თქვენი ვიდეოების გამოქვეყნებით – ქალობა, მარტო სექსია? დედობა არ არის ქალობა? ვის ვისი ბო..ბა უკვირს, ბავშვები ბავშვებს ტირიან, ბავშვები უსამართლობას უყურებენ, ბავშვები არ ივიწყებენ.

თქვენ ხართ დაჩაგრულები? თქვენ უნდა შეგვეცოდოთ? – ვერა, არა!

სადღაც მშვიდად გძინავთ ახლა მდედრო პოლიტიკოსებო, სადღაც ქმართან, თუ საყვარელთან, მანქანის უკანა სავარძელზე, თუ აბრეშუმის თეთრეულში – მშვიდად გძინავთ სადღაც და არა, არ იყოთ მშვიდად! ბავშვები იზრდებიან, ბავშვები არ ივიწყებენ, ბავშვებმა იციან! არ ვარ მე ფემინისტი, მე – დედა, ჭიპლარი რომ გავუწყვიტე ჩემს შვილს ცხრა თვის მერე და ავატირე და ვიტირე – ვერ ვიქნები ფემინისტი. ამიტომ, მდედრმა პოლიტიკოსებმა მინდა ორჯერ უყუროთ!

ბავშვები არ ივიწყებენ, ბავშვებს ახსოვთ, ბავშვები იზრდებიან და დაე, ჩვენზე უკეთესები გაიზარდნონ, დაე, პასუხი გაგებინონ! უყურეთ, დაე, ვერასოდეს დაივიწყოთ. გიყურებთ, იქნებ მოვესწრო და ვნახო, როგორ გაგებინებენ პასუხს პოლიტიკური ბო..ბისთვის, ფლიდობისთვის, სამართლის ფულზე გაყიდვისთვის, ჯვარის წაბილწვისთვის – თქვენ – სისხლისა და ფურთხის მწმენდავებს. გეშინოდეთ, ბავშვებმა იციან სიმართლე და ბავშვები იზრდებიან!” – წერს თამო კეშელავა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.