გზავნილი ბიძინა ივანიშვილს – ქვეყანა დაპაუზებულია! – 2012-2017 წლების საქართველოს ისტორია ციფრებით

ამის შემდეგ ამბობს (ბიძინა ივანიშვილი), რომ ქვეყანაში ვერ ნახავთ პოლიტიკოს და ექსპერტს, რომელიც საზოგადოებას სიმართლეს ეტყვისო!!! – ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ძველ/ახალ თავმჯდომარეს  ბიძინა ივანიშვილს მიმართავას უგზავნის.

ეკონიმისტი მსოფლიო ბანკის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსზე დაყრდნობით ქვეყნის განვითარების ექვსწლიან შედეგს ციფრებით გადმოცემს  და ასკვნის — დაპაუზებულია ქვეყანა!

„ბიძინას გადაეცით“

2012 -2017 წლების შედარება

1. საზოგადოების რწმენა პოლიტიკოსების მიმართ:
2012 წელი – ვიყავით მსოფლიოში 63 პოზიციაზე
2017 წელი – გაუარესდა 73 პოზიციამდე
შედეგი: უფრო მეტად აღარ ჯერა ადამიანებს პოლიტიკოსების.

2. ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში: 
(იგივე ბიძაშვილ-მამიდაშვილობის ინდექსი)
2012 წელი – ვიყავით მსოფლიოში 51 პოზიციაზე
2017 წელი – გაუარესდა 57 პოზიციამდე
შედეგი: კიდე უფრო მეტად გარყვნილი გახდა მთავრობა

3. მთავრობა ხარჯების ეფექტურობით
2012 წელი – ვიყავით მსოფლიოში 52 პოზიციაზე
2017 წელი – გაუარესდა 79 პოზიციამდე
შედეგი: გაიზარდა წილი ბიუჯეტიდან უაზროდ დახარჯული მილიონების (დაფინანსებული პოპულისტური პროექტებით)

4. გამჭირვალეობა მთავრობის ხარჯების
2012 წელი – ვიყავით მსოფლიოში 36 პოზიციაზე
2017 წელი – გაუარესდა 46 პოზიციამდე
შედეგი: კიდე უფრო მეტს პარავს მთავრობა ხალხს ვიდრე პარავდა.

5. ხარისხი ქვეყნის ინფრასტრუქტურის
2012 წელი – ვიყავით 55 პოზიციაზე
2017 წელი – გაუარესდა 76 პოზიციამდე
შედეგი: ჩამოგვენგრა ქვეყანა თავზე.

6. ხარისხი დაწყებითი განათლების
2012 წელი – ვიყავით 91 პოზიციაზე
2017 წელი – გაუარესდა 106 პოზიციამდე
შედეგი: განათლებით კიდე უფრო ჩამორჩენილი ბავშვები

7. ხარისხი განათლების სისტემის
2012 წელი – ვიყავით 114 პოზიციაზე
2017 წელი – გაუმჯობესდა 107 პოზიციამდე
შედეგი: როცა 107 ხარ დედა არ ყავს ქვეყანის განათლების სისტემას (ეს თუ გაუმჯობესებაა ამაზე ვიმსჯელოთ)

8. სასამართლო დამოუკიდებლობა
2012 წელი – ვიყავით 95 პოზიციაზე
2017 წელი – გაუმჯობესდა 87 პოზიციამდე

შედეგი: 87 პოზიციამედ გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ სასმართლო კვლავ წუმპეშია.

ამის შემდეგ ამბობს, რომ ქვეყანაში ვერ ნახავთ პოლიტიკოს და ექსპერტს რომელიც საზოგადოებას სიმართლეს ეტყვისო!!!
ეს არის სიმართლე! დაპაუზებულია ქვეყანა!

წყარო: მსოფლიო ბანკი. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.