გზები, რომელზეც ხელისუფლებამ რამდენიმე მილიარდი დახარჯა, მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწუნა

საქართველოს გზები უკვე მერამდენე ხელისუფლებისთვის მერამდენედ იქცა ქვაკუთხედად.  რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ გზების ხარისხისრეიტინგში ( Global Competitiveness Index 2017-2018) – საქართველო ისეთი დაბალი ეკონომიკური განვითრების ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორიცაა ბოცვანა დაჰონდურასი7— ქულიანი სისტემით საქართველოს გზებმა 3,8 ქულა დაიმსახურა და    80-82ადგილი დაიკავა.

არადა ეს მაშინ, როდესაც დასახელებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს გზების მშენებლობასა თუ რემონტზე წელიწადში მილიარდ ლარზე მეტი  იხარჯება.

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებად დასახელებულ მაგისტრალებისა და შიდა გზების მოწყობისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი, მილიონობით აშშ დოლარის სესხი კი ქვეყანამ საერთაშორისო ბანკებიდან აიღო. ეს ტენდენცია დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც  გრძელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლიდან 2018 წლის I კვარტლის ჩათვლით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე სულ 1 მილიარდ 616 მილიონი ლარი დაიხარჯა. ხოლო  მისი რეაბილიტაციის ფარგლებში 811.319 მილიონი ლარის სამუშაოები შესრულდა.

დასახელებული რიცხვებიდან რამდენია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და რამდენია ქვეყნის ვალი, ინფრასტრუქტურის სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ. ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილია ის, რომ ქვეყანის საგარეო ვალი 9 მილიარდ 901,001 ლარს შეადგენს და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურაზე იხარჯება.

ფაქტია, რომ გზებზე და ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს და ქვეყანამ, რომელსაც ტურისტული იმიჯის შექმნა სურს, მსოფლიო დონის ორგანიზაციისგან ასეთი დაბალი შეფასება არ უნდა მიიღოს. ამიტომ მიზეზები არა დახარჯულ თანხებში, არამედ სხვაგან უნდა ვეძებოთ.

ექსპერტები დიდი ხანია საგზაო სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ის, რომ მუშები სამუშაოს ხარისხიანად ვერ ასერულებენ, ეს არგუმენტი მათთვის ყველაზე მიუღბელია. მით უფრო, რომ საქართველოში ამ მიმართულებით თავის დროზე საკმაოდ მაღალი გამოცდილების მქონე უცხოური კომპანიებიც მუშაობდნენ. სპეციალისტები მინიშნებებს ზედა რგოლებზე აკეთებენ და დაწყებული მენეჯმენტის მართვის პრობლემიდან, ჩაწყობილ ტენდერებსა და ხშირად ამ სფეროში არსებულ კორუფციაზეც მიანიშნებენ.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, დღეს გზების მშენებლობის პროცესში ბევრი დეტალია დასახვეწი, ძირითადი პრობლემა კი გზების მშენებლობის პროცესში მენეჯმენტშია.

„სამწუხაროდ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს 82-ე ადგილი უფრო მეტად მუნიციპალურმა გზებმა განაპირობა, ვიდრე ავტობანმა. ქვეყანაში მაგისტრალები ცუდ მდგომარეობაში არ არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბევრი რამ აქაც დასახვეწია. გზის საფარი პრობლემატურია, რაც ხშირ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება, რადგან მაღალ რისკს შეიცავს.

ეს მონაცემი არ გამკვირვებია, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ყურადღება არ ექცევა.

რა თქმა უნდა, მენეჯმენტის პრობლემაა, ამასთან ხშირია ტენდერებში არაკვალიფიციური კომპანიების გამარჯვების ფაქტები, რაც საბოლოოდ გზის ხარისხზე აისახება,“ – განმარტა მესხიშვილმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ გზების ხარისხის რეიტინგში“ საქართველოს 82-ე ადგილზე მოხვედრის საკითხი  ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ-ჯერობით არ შეუფასებიათ. „კომერსანტი“ გზებზე არსებული პრობლემებით მომავალშიც დაინტერესდება და შესაბამისად ყველა მხარის პოზიციას დააფიქსირებს.

კომერსანტი

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.