გია ვოლსკი: მეც ვვფიქრობ, რომ პირველი რაზეც ლაპარაკი უნდა იყოს, ეს ანტიკორუფციულ სისტემაა – კორუფციის აღიარება?

“ანგარიშვალდებულებაზე საუბარი ამ მოწვევის პარლამენტში ნამდვილად მოიკოჭლებდა, თუმცა ზოგიერთი მინისტრი შეიძლება მოწინავედ დავასახელოთ თავისი ანგარიშვალდებულებით, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მეც რომ მკითხოთ პირველი რაზეც ლაპარაკი უნდა იყოს, ეს ანტიკორუფციულ სისტემაზე უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვინმემ ჯიბიდან ფული ამოიღო და მეორეს მისცა. რაც უფრო გაუმჭვირვალეა სისტემა და სუსტია ანგარიშვალდებულება და ინტენსივობა ღია სხდომებზე (პირველ რიგში ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი მაქვს მხედველობაში), უფრო მეტი შეკითხვები ჩნდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.