გია ჟორჟოლიანი: “ქართული ოცნება” ძალიან ცუდად მოიქცა!

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აქციის მონაწილეებმა პარლამეტის შენობაში არ შეუშვეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა შევიდეს, რასაც დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ.

“მე მხარს ვუჭერდი და ვუჭერ პროპორციულ არჩევნებს. პარლამენტში მოვედი იმისთვის რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილება შევიტანოთ და მიიღოს პარლამენტმა”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ შეასრულა მართველმა გუნდმა დაპირება ჟორჟოლიანმა უპასუხა:”იმიტომ რომ ცუდად მოიქცა”. ჟურნალისტებმა დეპუტატს მოსთხოვეს კონკრეტული პასუხი, თუ ვინ მოიქცა ცუდად, რაზეც ჟორჟოლიანმა განაცხადა: “ქართული ოცნება”.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.