გიგა ოთხოზორიას დედა: განაჩენში არ წერია, რომ ჩემი შვილი ქართველი ბიჭის დაცვისთვის მოკლეს

ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საზღვართან რუსი მესაზღვრეების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ ჯულიეტა ჭანტურიამ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ჩემი შვილის მოკვლის მკვლელობის დროს ეს კონფლიქტი ჩემს შვილსა და მესაზღვრეს შორის არ იყო დაკავშირებული ტვირთის გადაზიდვასტან და იქ გადასახდელ თანხასთან. თავისთავად ყველასთვის ცნობილია, რა ჯდებოდა ტვირთის გადაზიდვა, ეს დადგენილი თანხის მიხედვით ხდებოდა. ამას არანაირი ზედმეტი მოლაპარაკებები არ სჭირდებოდა.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს მკვლელობის მოტივს. ეს არის ქართველი ბიჭის დაცვა, რომელსაც შეურაცხყვეს პასპორტი, ფეხქვეშ გათელეს, მის პიროვნებას მიაყენეს შეურაცხყოფა და მის დამცველად და ქომაგად გამოჩნდა ჩემი შვილი. ეს არ წერია საბოლოო განაჩენში, რომელიც სასამართლომ გამოიტანა”, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.